NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა

უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა

17 აპრ 2022 საზოგადოება 459 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.

წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მიმართა და მათ ბზობის დღესასწაული მიულოცა.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!”

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.

კომენტარები

TOP სამების საკათედრო ტაძარი 2022-04-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სამების საკათედრო ტაძარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

შემდეგი სტატია

ვიქტორია ნულანდი: მტკიცებულებები, დიდი ალბათობით, გაამყარებს ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული უკრაინაში გენოციდია

მსგავსი სტატიები

პაატა ქურდაძე: იმის თქმა მინდა, რომ ქართველებს ისედაც გვახასიათებს გადახტომამდე “ჰოპ”-დაძახება, მაგრამ ვაქცინაციის დღესვე თავისუფლების ყიჟინა …

პაატა ქურდაძე: იმის თქმა მინდა, რომ ქართველებს ისედაც გვახასიათებს გადახტომამდე “ჰოპ”-დაძახება, მაგრამ ვაქცინაციის დღესვე თავისუფლების ყიჟინა …

ნინო ჩხეიძე 08 მაი 2021
სამინისტრო: საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

სამინისტრო: საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

ნინო ჩხეიძე 03 იან 2022
იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ – ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური …

იერუსალიმის პატრიარქი დიოდორე ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ – ეს ცეცხლი არ წვავს. მას სხვა ბუნება აქვს, არა ფიზიკური …

ნინო ჩხეიძე 30 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge