არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ აღარ გავაგრძელებ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქეს და უზრუნველყოფილი იქნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენ ყველა მოქალაქეს დავიცავთ. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას. რაც შეეხება კითხვას, ამის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სუს-ში განუცხადეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
„ინფორმაცია უწყების მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში.
ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.
კომენტარები