NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკო უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთში, ურჩევს, მეზობელ ქვეყნებში და საქართველოში გადავიდნენ

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკო უკრაინელებს, რომლებიც ძალდატანებით გადაიყვანეს რუსეთში, ურჩევს, მეზობელ ქვეყნებში და საქართველოში გადავიდნენ

16 აპრ 2022 მსოფლიო 240 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილ ადამიანებს სამშობლოში დაბრუნებისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

გერაშენკოს განცხადებით, ეს ბევრად მარტივია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზღვარგარეთის პასპორტი აქვთ. მისი თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რუსეთიდან საქართველოში, ფინეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდნენ.

„პირველ რიგში უკრაინელების 99,9% რუსეთში გადაჰყავთ ძალით. რუსები ქმნიდნენ აუტანელ პირობებს, მოსახლეობას მარიუპოლიდან სპეციალურად არ აძლევდნენ გასვლის საშუალებას ჰუმანიტარულ გზით. ჰუმანიტარულ დერეფნებში გამავალ მანქანებს ცეცხლს უხსნიდნენ. ეს ქმნიდა საფრთხილსშემცველ ვითარებას უკრაინელებისთვის და ამგვარად, ადამიანები იძულებით გაჰყავდათ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ის უკრაინელები, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი, იმისთვის, რომ მათ შეძლონ უკრაინაში დაბრუნება, საჭიროა ჩავიდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც ისინი რუსეთიდან ჩასვლას შეძლებენ, ეს არის მაგალითად, საქართველო, ფინეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ნებისმიერი ქვეყანა. უკრაინელებს აქვს უვიზო მიმოსვლის საშუალება ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან, ასევე, საქართველოსთან. ამის შემდეგ შესაძლებელია თვითმფრინავით ჩაფრენა ან სხვა სახის ტრანსპორტით ჩასვლა სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, პოლონეთში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც უკრაინას აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ და ამგვარად, დაბრუნება უკრაინაში. ასეთი შემთხვევები უკვე არის. იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს არ აქვთ საზღვარგარეთის პასპორტი და იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, ციფრული ტრანსფორმირების მინისტრთან ერთად, რათა ნებისმიერ უკრაინელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ მას აქვს სმარტფონი, გაიაროს სპეციალური რეგისტრაცია და მიიღოს ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც მათ მისცემს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას. ამ დოკუმენტის მოქმედება, ჩვენი მოთხოვნით, გაუტოლდება საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედებას იმ საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენთან რუსეთის ფედერაციის თავდასხმის შემდეგ არის შექმნილი. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს სმარტფონიც არ აქვთ, ვითარება კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით საშუალებების გამონახვას და ეს ჰუმანიატარული მისიების გავლით მოხდება“, – განაცხადა გერაშენკომ.

კომენტარები

TOP ანტონ გერაშენკო ომი უკრაინა 2022-04-16
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანტონ გერაშენკო ომი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტელეწამყვანი ეკატერინა ანდრეევა ჟურნალისტს საგრიმიოროში უსწორდება (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ღარიბაშვილი: დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი. რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე

მსგავსი სტატიები

ქალაქის მერი: ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას!

ქალაქის მერი: ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის ნაძირლებისგან! დიდება უკრაინას!

ნინო ჩხეიძე 28 მარ 2022

თვითმკვლელი ვარსკვლავები

31 ოქტ 2017

საოცნებო სამსახურები და ბედნიერი პროფესიები

06 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

    სანდრო რაქვიაშვილი: როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge