NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართავს

14 აპრ 2022 პოლიტიკა 297 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართავს.

წერილის ძირითადი შინაარსი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის და გამოგზავნილი კითხვარის შევსების საკითხებს ეხება.

კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება „თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”, შესაბამისად, დეპუტატები ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან პროცესის ხელშეწყობაში.

ოპოზიციონერი დეპუტატები სთხოვენ ევროკომისარს, რომ თუ რომელიმე პროცედურული წესი უშლის ხელს მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, მათი ინფორმირება მოახდინოს.

“უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება.

ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროვებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება.

ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ; არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკოანოიძე -დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“’ , სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტია“.

კომენტარები

TOP ოლივერ ვარჰეი 2022-04-14
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ოლივერ ვარჰეი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სალომე ზურაბიშვილი: დღეს, უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწისა და სახელმწიფოს გადასარჩენად, საკუთარი ენისთვის – ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ, ამ დღეს მათ ვუძღვნით

შემდეგი სტატია

იან კელი ირაკლი კობახიძეს: წამყრუებელია ის, ვინც ნიანგს აჭმევს, იმ იმედით, რომ …

მსგავსი სტატიები

„არსებობს გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას“

03 ოქტ 2017

მარიამ ჯაში: მსგავსი მასშტაბის ტრაგედია 4 წელია არ მომხდარა

01 დეკ 2017
„ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“

„ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ“

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

  • გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

    გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

    ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge