“სიუჟეტი, რომელიც გახვრეტილ გროშადაც არა ღირს და თვალებში ნაცრის შეყრას ემსახურება: თუ მართლა სისხლის სამართლის საქმეებია მის წინააღმდეგ აღძრული და ძებნაა გამოცხადებული, რატომ ერთხელ მაინც არ ეთხოვა უკრაინის ხელისუფლებას მისი ექსტრადიცია? აღარ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე?
სიმართლე კი ის გახლავთ, რომ 2015 წლის აპრილში საქართველოს საოცნებო ხელისუფლებამ თავად ამოიღო ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან … უფრო მეტიც, სწორედ მაგ პერიოდში შეაქეს, რა კარგი მენეჯერი იყო და როგორი გამართული სისტემა ჩამოაყალიბაო …”, წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია.

კომენტარები