NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ

კობახიძე: ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ

13 აპრ 2022 პოლიტიკა 402 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„პარტია „ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა. ეს ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია იყო. შესაბამისად, ამ კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ.

რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროებას – ამაზე ევროკავშირთან გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს, მთავარია როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ შორის, ფრაქციის შიგნით, განხეთქილებაა და დეპუტატების ნაწილს პარლამენტიდან გასვლა უნდა.

„30-კაციანი ფრაქცია აქვთ. დაახლოებით ნახევარს პარლამენტში დარჩენა უნდა, ნახევარს პარლამენტიდან – გასვლა, იმიტომ რომ ეს მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციაა. ასე არის გახლეჩილი ფრაქცია. ბოლომდე ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის, რადიკალებიც, იმიტომ რომ მაშინ დანარჩენი 15-ის პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ და ბუნებრივია, ამისგან თავს იკავებენ.

რომან გოცირიძე იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელსაც პარლამენტის დატოვება არ უნდა, პრივილეგიების შენარჩუნება უნდა. არის სხვა 15 კაცი, რომლებსაც ამის საპირისპირო უნდათ. ამაში რაღაცნაირად თვითონ გაერკვევიან,“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე ოპოზიცია 2022-04-13
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე ოპოზიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუტინი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს

შემდეგი სტატია

კირკიტაძე კობახიძის განცხადებაზე: ტრენინგებით დამხობილი ხელისუფლება ჯერ კაცობრიობას არ ახსოვს

მსგავსი სტატიები

შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებისგან განსხვავებით, გადაადგილდება მძიმედ, ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში – სააკაშვილის ექიმი

შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებისგან განსხვავებით, გადაადგილდება მძიმედ, ვერ ჩამოვიდა პაემნების ოთახში – სააკაშვილის ექიმი

ირაკლი შალიკაშვილი 18 ნოე 2021
სერგეი ლავროვი: საქართველოსთვის კარი ღია რჩება 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის

სერგეი ლავროვი: საქართველოსთვის კარი ღია რჩება 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის

ნინო ჩხეიძე 28 თებ 2023
სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ

სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ

ნინო ჩხეიძე 11 მაი 2023

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge