NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“სიკეთე იყოს” – ამ სიტყვებს ამბობს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, როდესაც ყუთში ბიულეტენს აგდებს

“სიკეთე იყოს” – ამ სიტყვებს ამბობს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, როდესაც ყუთში ბიულეტენს აგდებს

11 აპრ 2022 პოლიტიკა 478 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“სიკეთე იყოს” – ამ სიტყვებს ამბობს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, როდესაც ყუთში ბიულეტენს აგდებს.
არაღიარებულ არჩევნებში კიდევ 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი და მოქმედი დეპუტატები და პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი.

კონკურენტები, ამომრჩევლები, 8 საათზე გახსნილი უბნები. ოკუპირებულ ცხინვალში დღეს თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა პროცესი რომ არალეგიტიმურია ეს საოკუპაციო რეჟიმს თბილისიდან შეახსენეს. ოფიციალურმა უწყებებმა შესაბამისი განცხადებები ე.წ. არჩევნების დაწყებიდან მალევე გამოაქვეყნეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი უკანონო აქტი სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ის არ გამოხატავს ხალხის ნებას და ამ პროვოკაციულ ქმედებებს სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

სამხრეთ ოსეთში არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი არალეგიტიმური პროცესი იგეგმება. რეფერენდუმი, რომლითაც ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა რუსეთთან გაერთიანება, სწორედ აქ ხედავენ საფრთხეს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტი, თუმცა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მხრიდან წარმოებულ ანტისაოკუპაციო პოლიტიკას.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლებას აქვს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დეოკუპაციისთვის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ არალეგიტიმურ ქმედებებს თანამეგობრობის მხრიდან ადეკვატური პასუხი გაეცემა.

საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯები საერთაშორისო დონეზე უკვე დაგმეს. აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად განცხადებები გაავრცელეს ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საელჩოებმა. საერთაშორისო პარტნიორები ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აფიქსირებენ. სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთი, რომ საქართველოს ტერიტორიებია, ეს ამერიკის საელჩომ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცესკოში რეგისტრირებული იყო 32 ათასზე მეტი ამომრჩეველი. გახსნილი იყო 76 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემა შეეძლოთ ვლადიკავკაზში, მოსკოვსა და სოხუმშიც. მედია დღის განმავლობაში დარღვევებსა და გაყალბებასთან დაკავშირებით არაერთ ინფორმაციას აქვეყნებდა. ვრცელდებოდა ეგზიტპოლის მონაცემებიც, წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი არჩევნებში მარცხდებოდა. პარალელურად კი დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებდა ადგილობრივებს საზოგადოებრივი წესრიგი დარღვევის, შეკრებების და მიტინგების შესახებ მკაცრი რეაგირების შესახებ.

კომენტარები

TOP არჩევნები რეფერენდუმი 2022-04-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP არჩევნები რეფერენდუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ახალ ეტაპზე გადადის

შემდეგი სტატია

ზელენსკი: რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში

მსგავსი სტატიები

კალაძე: თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის ანდოთ ქალაქის ბედი

10 ოქტ 2017

“ვახშამი გვაქვს, რომ დამთავრდება ყველაფერი თქვენთანაც ვგეგმავთ ვახშმის გაკეთებას”

27 ოქტ 2017
პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, – ზურაბიშვილი მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, – ზურაბიშვილი მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

11 იან 2019

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge