უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომავალი კვირა ძალიან დაძაბული იქნება, რადგან რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადადის.
„შემდეგი კვირა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც მიმდინარე, როგორიც წინა. ის ისეთივე დაძაბული და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო იქნება. რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, გამოიყენებენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას ჩვენს წინააღმდეგ, კიდევ უფრო მეტ საჰაერო ბომბებს, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ამ ქმედებებისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი დამცველები მზად არიან. ხელისუფლება კი უკრაინისთვის იარაღის კიდევ უფრო აქტიურად მიწოდებას და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.
კომენტარები