NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე

10 აპრ 2022 პოლიტიკა 306 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ დღეს გამართული ე.წ კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები.

“იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის , – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს სანქციები რუსეთის მიმართ, რათა მან პასუხი აგოს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეში დარღვევისთვის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი.

კომენტარები

TOP უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალი 2022-04-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

შემდეგი სტატია

მარინ ლე პენი: ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთს მოვაწესრიგებ

მსგავსი სტატიები

“კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი და ქუჩაში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან”

13 დეკ 2017
ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის – ოპოზიციის პასუხი “ოცნებას”

ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის – ოპოზიციის პასუხი “ოცნებას”

ირაკლი შალიკაშვილი 08 აგვ 2019
ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის – ფოფხაძე ივანიშვილს პასუხობს

ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის – ფოფხაძე ივანიშვილს პასუხობს

10 იან 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge