NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“ვერ გავიგე, გია დვალის სალანძღავად და “გასაცამტვერებლად” რატომ შეყარეს ლაშქარი” – ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება

“ვერ გავიგე, გია დვალის სალანძღავად და “გასაცამტვერებლად” რატომ შეყარეს ლაშქარი” – ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება

08 აპრ 2022 საზოგადოება 582 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნათია ფანჯიკიძე „იმედი ლაივის“ გუშინდელ ეთერს ეხმიანება, სადაც სტუმრად მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ფიზიკოსი, გია დვალი ჰყავდათ. გადაცემა რეზონანსული გამოდგა ჟურნალისტების კითხვებისა და რესპონდენტების პასუხების გამო.

„გია დვალს ვუსმინე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი სიამაყეა და როცა ასეთი რესპონდენტი გყავს, „პოლიტიკურ-პარტიული” თემის „მოგება” არ უნდა გქონდეს მთავარ მიზნად და არ აწყვეტინებდე ყველა პასუხს. ასეთ ხალხს აზრი უნდა დაასრულებინო. თვალსაზრისების მოსმენა მაშინაც კი გვჭირდება, თუ სულაც არ დავეთანხმებით და მით უმეტეს, როცა ადამიანი დისტანცირებული, შორიდან ხედავს, რა როგორ ჩანს. მოკლე შინაარსი ის იყო, რომ რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ემსახურება და ჩვენს მომავალს განაპირობებს, გვიხარია, ლაპარაკი იმაზეა, როგორია საქართველოს ქცევა ფასეულობების მხრივ, როგორი ფსიქოლოგიის ადამიანს აყალიბებს დღევანდელი პოლიტიკა – გასისხლულ მეგობარს უტევ და ლანძღავ და არ ახსენებ რუსეთს.

როცა უსერიოზულეს საკითხებზეა ლაპარაკი, ქვეყნის შიგნით რომელიღაც პარტიას უწყებ ლანძღვას. აცდენილი ხარ საკუთარ როლს. ქვეყნის მოსახლეობისგან გამოგყავს დაბნეული, უღირებულებო, მშიშარა სახეობა, რომელიც ვეღარ აკეთებს ანალიზს. არ აჩვენებ დიდსულოვნების მაგალითს, არ გაგაჩნია ეროვნული იდეოლოგია. მაშინაც კი ულამაზოდ იქცევი, როცა ნაბიჯს სწორად დგამ. კიდევ რბილად ილაპარაკა, ის არ უხსენებია, რა საძაგლად ჩანს ორმაგი თამაშები. თუ ქვეყნის მოსახლეობა დემორალიზებულ, უსახო, ფლიდობისკენ მიდრეკილ მასად იქცა, ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება მაშინაც ვერ გახდება სანატრელი, სულ რომ ყველა სურვილი ერთად ავისრულოთ და ევროკავშირის და ნატოს წევრი ერთდროულად გავხდეთ. ჩვენი თავი პატივისცემის ღირსად უნდა მიგვაჩნდეს. სულ ესაა და ეს არ არის მეორეხარისხოვანი, მით უმეტეს, მეათე. საერთოდ ვერ გავიგე, დვალის სალანძღავად და “გასაცამტვერებლად” რატომ შეყარეს ლაშქარი. რატომ ელანდებათ მტრები ქვეყნის გულშემატკივრებს შორის“.

კომენტარები

გია დვალი ნათია ფანჯიკიძე 2022-04-08
ნინო ჩხეიძე
Tags გია დვალი ნათია ფანჯიკიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბუჩაში ჩასვლა სურვილი კი არა, ჩვენი მოვალეობაა – გრიგოლ ვაშაძე შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

რამზან კადიროვი: …ამბობენ, რომ ჩეჩენ ძმებთან ერთად ბანდერელების განადგურება სურთ

მსგავსი სტატიები

„ქართული მარშის“ წევრების მოწვევა არის ეთერის დაბინძურება“

„ქართული მარშის“ წევრების მოწვევა არის ეთერის დაბინძურება“

04 ნოე 2017
ვიქტორ იუშჩენკო: ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი

ვიქტორ იუშჩენკო: ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი

ნინო ჩხეიძე 12 ოქტ 2021
10 სექტემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილში დროებით შეიზღუდება

10 სექტემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილში დროებით შეიზღუდება

07 სექ 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge