NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ჩვენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ვიხილეთ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს ჩვენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ვიხილეთ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი

08 აპრ 2022 მსოფლიო 171 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს კრამატორსკში მსოფლიომ იხილა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი. რუსეთმა დაარღვია ომის ყველა წესი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეზე გადის:

„დღეს ჩვენ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე ვიხილეთ არა თუნდაც ყველაზე საშინელი ომის ერთი ფრაგმენტი, არამედ, ვიხილეთ ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტერაქტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს საშინელებათა ომია, სადაც ფასი დაკარგა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლემ. ომსაც აქვს თავისი წესები და ყველაზე რთულ ბრძოლაშიდაც კი გმართებს ამ წესების დაცვა. ომის სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობით ფასდება. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს საშინელება, მაგრამ ფაქტია, რუსეთი უკან არ იხევს. დათმობას არ აპირებს უკრაინაც და ბუნებრივია, ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ამ შემზარავი კადრების ყურება, მაგრამ ყველამ უნდა შეძლოს ერთი მიზნის მიღწევა – ეს ომი მალე უნდა დამთავრდეს.

მსოფლიო თანამეგობრობას დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი უმძიმესი ომების მოლაპარაკების გზით დასრულების. აუცილებელია ეს გამოცდილება მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული რუსეთ-უკრაინის ომშიც. მიუხედავად იმისა, რომ რთულია რუსეთთან საუბარი, არ არსებობს საკითხი, რისი გადაწყვეტაც შეუძლებელია მშვიდობიანი გზით ნებსით ან იძულებით. იმედს გამოვთქვამ, მთელი მსოფლიო ერთად იზრუნებს ამ შემზარავი ომის დროულად დასრულებაზე, ისე, რომ უკრაინის ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

TOP დიმიტრი ხუნდაძე კრამატორსკი ომი უკრაინა 2022-04-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დიმიტრი ხუნდაძე კრამატორსკი ომი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კრამატორსკში სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა – მათ შორის 5 ბავშვია

შემდეგი სტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯოზეფ ბორელი და ედუარდ ჰეგერი ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ყველაზე უცნაური საზღვრები ქვეყნებს შორის

03 სექ 2017
ჯო ბაიდენი: პუტინი არის ნამდვილი ავაზაკი

ჯო ბაიდენი: პუტინი არის ნამდვილი ავაზაკი

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022

აშშ-ში უნივერსიტეტის კამპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge