NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირმა ინაშვილი: …ამიტომ ნუ ავყვებით ენმ-ს და მის პარტნიორ ზელენკის

ირმა ინაშვილი: …ამიტომ ნუ ავყვებით ენმ-ს და მის პარტნიორ ზელენკის

07 აპრ 2022 პოლიტიკა 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ირმა ინაშვილი რუსეთთან ნეიტრალიტეტის მომხრეა – როგორც პრორუსული პარტიის ლიდერი აცხადებს, ახლა არის დრო საქართველო დაელაპარაკოს კრემლს მშვიდობაზე, რომ მერე გვიან არ იყოს, რაშიც ქვეყანამ პუტინთან აქტიურ კავშირზე მყოფი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების ფაქტორი უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანას უშუამდგომლონ.

ინაშვილი რუსული აგრესიის შედეგად, ომში გახვეული ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “ნაციონალური მოძრაობის” პარტიონადასახელებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და მათი მთავრობის მხრიდან ყოველდღიურად ჩანს მცდელობა, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოდან რუსეთში იარაღი არ შედის.

“ომი საშინელებაა. ომი ტრაგედიაა. ომში, როგორც წესი, ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოსახლეობა ზიანდება. ისევ ვამბობ: შეძრული და დამწუხრებული ვართ, უკრაინის ტრაგედიის გამო და ისევ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში იგივე ტრაგედია არ უნდა განმეორდეს საქართველოში.

ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად. ყოველდღიურად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველო როგორმე ჩაებას რუსეთთან კონფლიქტში. ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან იმგვარი განცხადებები კეთდება, რომ ეს არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არც კორექტული და არც ობიექტური. რა კონტრაბანდული იარაღი?! ხომ ყველას ესმის, რომ საქართველოდან არაფერი მსგავსი არ ხდება! საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა,- ეს ჩვენი სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა, რასაც აკეთებს უკრაინის მთავრობა. მეორე ფრონტი საქართველოზე არ უნდა გაიხსნას. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მე სრულიად ვიზიარებ უნგრეთის ხელისუფლების პოზიციას. კონკრეტულად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადების პათოსს, რომ უნგრეთი იცავს მისი ხალხის ინტერესს და რომ უკრაინის ომი მათი ომი არაა.

ზელენსკი პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე. ახლა რომ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობს, ორი თვის წინ რომ იგივე ეთქვა, უკრაინა ომს აცდებოდა. ამდენი მსხვერპლი, ნგრევა, ამხელა უბედურება არ იქნებოდა და ჩვენ ასეთ ტრაგედიას უნდა ავაცილოთ ჩვენი ქვეყანა.

რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მითუმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო- ეს ნაცმოძრაობის ბოროტი პროპაგანდაა. ნაცმოძრაობას ომში ჩვენი ჩათრევა სურს და ალბათ, ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!!!

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსეთში ჩავიდა კიდეც. პუტინს ტელეფონით მუდმივად ესაუბრება. ისევე, როგორც საფრანგეთის პრეზედენტი მაკრონი. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ. ჩვენც უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც… და მტრობა და ომი რომ არ გვინდა, ამაზეც.

და სწორედ ახლა უნდა ველაპარაკოთ, შოლცის და მაკრონის პარალელურად, რომ ომს და უბედურებას ავცდეთ. ახლა უნდა ველაპარაკოთ, რომ მერე გვიან არ იყოს! ამიტომ ნუ ავყვებით ნაცმოძრაობას და მის პარტნიორ ზელენკის მთავრობას, რომელიც თავად რუსეთთან ლაპარაკობს, ჩვენ კი, ომში გვითრევს.

ვიმეორებ: არანაირი იარაღი საქართველოდან რუსეთში არ შედის. ეს სისულელეა. რა უნდა ვამტკიცოთ… მაგრამ საქართველოს მთავრობა ახლა იმკის თავისსავე დათესილ სააკაშვილების დაუსჯელობას,” – წერს ინაშვილი.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

კომენტარები

TOP ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი 2022-04-07
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

შემდეგი სტატია

კალაძე: მელია სააკაშვილის ჩვეულებრივი „ხელის ბიჭია

მსგავსი სტატიები

„სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“

„სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს“

23 ოქტ 2017

სახალხო დამცველი „ციანიდის საქმის“ სასამართლოს მონიტორინგის შედეგებს გაასაჯაროებს

15 ნოე 2017
ირაკლი კობახიძე: ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

ირაკლი კობახიძე: ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

ნინო ჩხეიძე 09 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge