NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ანრი ოხანაშვილი: თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე

ანრი ოხანაშვილი: თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე

07 აპრ 2022 საზოგადოება 875 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომლის თანახმადაც, „თუ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ, ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება”.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, მისი გამონათქვამი ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს დაუკავშირეს.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.

სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.

თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!

თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.

რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“,- აცხადებს ოხანაშვილი.

გუშინ ანრი ოხანაშვილმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „თუ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და სხვები კარგად დაეხმარებიან, ალბათ ასწავლიან როგორ ხდება გვამების შემოდება, რაც არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს“. მისივე თქმით, „ძალიან სამწუხაროა, რომ მათ გარშემო ეს ხალხია”.

ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი, ვანო ნადირაძე  ანრი ოხანაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი ბუჩა 2022-04-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი ბუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუბარი „ლელოს” რეზოლუციის პროექტზე: მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ „ომის პარტიების” არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ

შემდეგი სტატია

ანდჟეი დუდა: რუსეთის მიზანია გაანადგუროს უკრაინელი ერი

მსგავსი სტატიები

მერაბ მეტრეველი: …აი, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას, თსუ-ს იქეთ არსად ქონდა ნასწავლი

მერაბ მეტრეველი: …აი, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას, თსუ-ს იქეთ არსად ქონდა ნასწავლი

ნინო ჩხეიძე 19 დეკ 2022
გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა

გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა

05 იან 2018
ზაზა პაპუაშვილი: თუ არ იცი რა არის ქართველისთვის ოჯახი, თუ არ იცი რა არის ქართველისთვის ძმაკაცი … (ვიდეო)

ზაზა პაპუაშვილი: თუ არ იცი რა არის ქართველისთვის ოჯახი, თუ არ იცი რა არის ქართველისთვის ძმაკაცი … (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 28 აპრ 2023

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge