NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 7 კაცს პატიმრობა მიუსაჯა. მათ მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა …

5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 7 კაცს პატიმრობა მიუსაჯა. მათ მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა …

06 აპრ 2022 სამართალი 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე დაკავებულ 7 კაცს პატიმრობა მიუსაჯა. მათ მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწევთ პატიმრობაში ყოფნა, რადგან სასჯელის დიდი ნაწილი აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებულმა პატიმრობამ გამოაკლო.

როგორც ამავე საქმის განმხილველმა სხვა მოსამართლეებმა ბრალდებულების ნაწილს ბრალი შეცვალა და ძალადობის ორგანიზების მუხლი ძალადობაში გადაუკვალიფიცირა. მათ ბრალად ედებოდათ “TV პირველისა” და “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტებზე ძალადობა.

  • ირაკლი წიგნაძე – 1 წლის ვადით;
  • ბაქარ მაისურაძე – 1 წელი;
  • ნიკოლოზ დადვანი – 1 წელი;
  • მუხრან დადვანი – 1 წელი;
  • თორნიკე გაბელიანი – 1 წელი;
  • ვანო ბურდული – 1 წელი და 6 თვე;
  • დავით ქოჩიაშვილი – 1 წელი.

არცრთი მათგანი, ისევე, როგორც 5 ივლისის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირები, დანაშაულს არ აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ არავისზე უძალადიათ.

5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმეზე 27 კაცი დააკავეს. ამ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ამ დრომდე არავინ არ დაუკავებიათ.

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

TOP პატიმრობა ჟურნალისტი სასამართლო 2022-04-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პატიმრობა ჟურნალისტი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის ჯარმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა

შემდეგი სტატია

კულება: ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან

მსგავსი სტატიები

„12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის“

„12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის“

18 ივნ 2018

„როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი,  ველოდები სასამართლოს პროცედურის დასრულებას“

20 თებ 2018

დავით საყვარელიძეს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები თავდებში უდგებიან

15 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge