უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსული გაზის რუბლებში შესყიდვისთვის მზად არის.
„ჩვენთვის რუბლებში გადახდა პრობლემა არაა. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში“, – განაცხადა ორბანმა.
გარდა ამისა, ორბანმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუდაპეშტში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც მიიღონ.
მისივე თქმით, პუტინს პირადად დაურეკა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა.
კომენტარები