ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ველით თავდასხმების ახალ მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა თავის კოლეგა თავდაცვის მინისტრებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის მოგერიების 41 დღის განმავლობაში 20 კოლეგას ესაუბრა.
„მადლობას გიხდით უკრაინის მიმართ თქვენი მხარდაჭერისთვის! ჩვენ შევაჩერეთ რუსეთი, მაგრამ ველით თავდასხმების ახალ მცდელობებს. დროა უკრაინის მხარდაჭერა ნატოს სტილის მძიმე იარაღით. ჩვენ ის ერთიანი ომის მოსაგებად გვჭირდება“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
კომენტარები