NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისიმ ქალაქ გორში ადგილობრივი ბიზნესისთვის ფორუმი გამართა

თიბისიმ ქალაქ გორში ადგილობრივი ბიზნესისთვის ფორუმი გამართა

05 აპრ 2022 ბიზნესი 352 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

80-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა გორში, თიბისის
მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გაიმართა.
რეგიონული ფორუმის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესების მხარდაჭერა, მათთან
შეხვედრა, ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იყო.
„ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის
პრიორიტეტული მიმართულებებია. ჩვენ გორში შევკრიბეთ შიდა ქართლში
რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები, ვისაუბრეთ
გამოწვევებზე, გავაცანით სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის
საინტერესო და ღირებულების მიმცემია,“ – ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს
სეგმენტების მართვის ლიდერი.
ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც
ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის
პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის
სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო
ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.
„ზოგადად მსგავს აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების
განვითარებისთვის, რადგან აქ მოსულ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს
საშუალება აქვთ დასვან მათთვის საჭირო და რელევანტური კითხვები და მიიღონ
კონკრეტული პასუხები,“ – მარიამ ქოიავა, Savvy Consulting – ის მმართველი პარტნიორი.
„თიბისის ეს წამოწყება – რეგიონული ბიზნესფორუმები, ვფიქრობ, კარგი საშუალებაა,
გლობალური თუ ადგილობრივი თემები დავინახოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა
პერსპექტივიდან. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს
ფინანსური მიმართულება უფრო სტრატეგიულ ჭრილში და დიდ სურათში დაენახათ,“ –
შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი
პარტნიორი.
გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის
გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაც იყო. ფორუმში
მონაწილეობა შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა მიიღეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო ექსპორტთან დაკავშირებით მოწოდებული
ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისათვის, ვისაც არა აქვს შესწავლილი, მაგრამ
მომავალში აპირებს, რომ ამ მიმართულებით განავითაროს თავისი ბიზნესი,“ – ზურაბ
გოჯიაშვილი, „აგრო გორის“ დამფუძნებელი.

ეს იყო პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა,
მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში
ჩატარდება.

კომენტარები

2022-04-05
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზელენსკი: თუ ხვალ შემოგვთავაზებენ ნატო-ში გაწევრიანებას ისე, რომ არ ითამაშონ ჩვენი სიცოცხლით, მაშინ ჩვენ შევუერთდებით

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: მინდა, ქალბატონ ვერეშჩუკს ვუთხრა. ძვირფასო კოლეგავ…

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება

თამუნა 30 ივნ 2022

„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 3 წლიანი ობლიგაციები

30 აგვ 2017
 ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები

 ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები

ნინო ჩხეიძე 04 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge