თბილისის ზღვასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა ინფორმაციით, მომხდარზე გამოიძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები