NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეკა ბესელია: პრემიერი გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს აკეთებს მერე კობახიძე

ეკა ბესელია: პრემიერი გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს აკეთებს მერე კობახიძე

05 აპრ 2022 პოლიტიკა 216 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უკვე დაზიანებული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ასეთი სვლებით მე არ მგონია, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობები აღდგეს, – ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ში ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნას.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ მსგავს გადაწყვეტილებებს გააზრებულად არ იღებენ და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება.

„ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან უკვე დაზიანებული ურთიერთობები გვაქვს, აშშ-ს ვგულისხმობ, რომელიც უკვე ძალიან ღია ენით გვესაუბრება, იმედგაცრუებული, გულგატეხილი, გულნატკენი, ძალიან ემოციურ სიტყვებს იყენებენ უკვე და ხან მარკერებით გაგვიხაზავენ ხოლმე და ხან კიდევ რით მიგვანიშნონ აღარ იციან, რომ ვერ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ ის მოლოდინები, რაც მათ ჰქონდათ, როგორც მთავარ პარტნიორს და მოკავშირეს. ასეთი სვლებით მე არ მგონია, რომ ეს დაზიანებული ურთიერთობები აღდგეს იმიტომ, რომ რა გამოასწორებს იმას, რაც გაფუჭდა?

მე მგონია, რომ ეს უფრო სხვა ტიპის გადაადგილებაა, შიდა პოლიტიკური ამბავია, როგორც წესი ასე მიიღება ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებები. ჩვენთან, როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები გააზრებულად არ მიღება და სულ პირადი მოტივაციით ხდება მიღება, სამწუხაროდ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია გადაცემაში „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ 2014 წელს „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე ეჭვები არ არსებობდა, ხოლო დღეს „არც ცდილობს არავინ ამ ეჭვების დაფარვას“.

„პრობლემაა ეს განცხადებები. პრემიერი გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს აკეთებს მერე კობახიძე, რა უნდოდა ეთქვა პრემიერს და თქვას ისე, როგორც უნდოდა რომ ეთქვა, ეს განმარტებები კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია. ძალიან მძიმე ამბავია, სულაც არ ვლაპარაკობ ჩასაფრებულის პოზიციიდან, არ გვინდა ვიყოთ იმ ქვეყნის მოქალაქის როლში, რომლის ხელისუფლების გზავნილები რუსეთის ხელისუფლების მიმართ მეტისმეტად ლოიალურობის განცდას ტოვებს. ძალიან დიდი სირცხვილის განცდა გვაქვს ყველას, რომ თუნდაც ეს კითხვა ისმება, ვის გვერდით დგახარ?

2014 წელს იმდენად მძაფრი იყო ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი პოლიტიკური დოკუმენტი, არა თუ ეჭვს არ ტოვებდა, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არ არის საჭირო ასეთი მჭახე ტექსტებით საუბარი, როდესაც საერთაშორისო მედიაციის მცდელობა ჰქონდა ევროკავშირს. არც კი გაჩენილა ეს ეჭვები მაშინ და ახლა მე მგონი არც ცდილობს არავინ ამ ეჭვების დაფარვას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

TOP ეკა ბესელია 2022-04-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ეკა ბესელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცისკარიშვილი: სააკაშვილი საქართველოში უნდა იყოს თავისუფლებაზე და მერე ვნახოთ, მიშას კამპანიის პირობებში, ვინ რა შედეგს დადებს არჩევნებზე

შემდეგი სტატია

მეზვრიშვილი: თუ დავუკვირდებით მათ განცხადებებს და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები

მსგავსი სტატიები

„ბიძინას ხეების თრევას ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტი სამეგრელოში“

„ბიძინას ხეების თრევას ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტი სამეგრელოში“

27 აპრ 2018
აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ

აუცილებელია, უახლოეს პერიოდში უმრავლესობისა და ოპოზიციის სახელით, კიევში ერთობლივი ვიზიტი განვახორციელოთ

ირაკლი შალიკაშვილი 24 იან 2022

საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე გახდა

20 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge