დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რუს ხალხს მიმართავს.
ვიდეომიმართვაში ბრიტანეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში სისასტიკეს სჩადიან – მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, გაუპატიურებას.
ვიდეოში, რომელიც ბრიტანეთის პრემიერმა თავის Twitter-ზე გამოაქვეყნა, ის მოუწოდებს რუსებს, გამოიყენონ VPN ინტერნეტი, რათა “დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ” და სიმართლე შეიტყონ.
“თქვენ იმსახურებთ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ ფაქტებს”, – განაცხადა მან.
მიმართვის ბოლოს რუსულად საუბრისას, პრემიერ – მინისტრი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ომის დანაშაულებშია ბრალდებული, მაგრამ მას არ სჯერა, რომ პრეზიდენტი თავისი ხალხის სახელით მოქმედებს.
კომენტარები