ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს. „ლიეტუვა აქვეითებს რუსეთთან დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეს, ამ გზით გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც განიცდიან რუსეთის უპრეცედენტო აგრესიას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელ ლანდსბერგისმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ოკუპირებულ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში, „მათ შორის ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარ საზარელ ხოცვა-ჟლეტას.“
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს და რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს
კომენტარები