NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ლევან დავითაშვილი: ნამახვან ჰესის პროექტი საბოლოოდ უნდა აშენდეს

ლევან დავითაშვილი: ნამახვან ჰესის პროექტი საბოლოოდ უნდა აშენდეს

04 აპრ 2022 ბიზნესი 525 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამწუხაროდ, გენერაცია გაზრდილ მოხმარებას ვერ ეწევა და ჩვენ ეს უნდა აღმოვფხვრათ. საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, მათ შორის, ძირითადად, განახლებადი ელექტროენერგიის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით გეგმის შემუშავება რამდენიმე დღეში დასრულდება და საზოგადოებისთვის კონკრეტული პირობები ცნობილი გახდება.

“ჩვენ გარკვეული მონახაზები გავლილი გვაქვს ასევე, ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან. იცით, რომ ჩვენ ენერგოგაერთიანების წევრი ვართ და შესაბამისად, ძირითადი ენერგეტიკული რეფორმები იმ პოზიციებთან უნდა იყოს თანხვედრაში, რაც ევროპას გააჩნია და ჩვენ ჩვენი პოლიტიკის დაახლოებას ვახდენთ. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენი შიდა პროექტები უკვე გაზიარებულია. გარკვეული დღეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იხილოს, კონკრეტულად რა პირობებია ამ ახალ ინიციატივებში,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნამახვან ჰესის პროექტი საბოლოოდ უნდა აშენდეს.

„ნამახვანთან დაკავშირებით სამწუხაროა, რომ რეალურად ჩვენ გვიწევს კიდევ ერთი პროექტის დაგვიანებაზე საუბარი და ეს სამწუხაროდ, არის ალბათ გასაზიარებელი პასუხისმგებლობა ბევრი სხვადასხვა მხარის მიერ. აქ არ ვსაუბრობ, რომ ერთი რგოლის პრობლემა იყო მხოლოდ. ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, მათ შორის, ინვესტორის მხრიდან ასევე, იყო, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ზოგიერთი ჯგუფის გადამეტებული და გარკვეულწილად უპასუხისმგებლო ქმედებების, რომლებმაც პროექტის გაგრძელებაზე ასევე ნეგატიურად იმოქმედა და საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით გარკვეული რისკები შეუქმნა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, მაგრამ განხორციელდეს სწორად. მოხდეს მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი მსჯელობა იყო. ამაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, საჭიროა ქმედებები ყველაზე მეტად,” – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

TOP ლევან დავითაშვილი ნამახვან ჰესი 2022-04-04
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ლევან დავითაშვილი ნამახვან ჰესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნანა კაკაბაძე: …თუ ახალი „უფროსი ძმის“ სინდრომი შეეყარა ზელენსკის, რის გამოც ზემოდან გვიყურებს

შემდეგი სტატია

გრიგოლ ვაშაძე: ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, იმედი მაქვს ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

თამუნა 11 სექ 2020
Samsung Galaxy Z Flip5 და Z Fold5: ახალი სამყარო გაიხსნა

Samsung Galaxy Z Flip5 და Z Fold5: ახალი სამყარო გაიხსნა

ნინო ჩხეიძე 27 ივლ 2023
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Mercedes-Benz E Class-ის მფლობელთათვის!

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება Mercedes-Benz E Class-ის მფლობელთათვის!

13 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge