31 მარტს, 8 წლის დათი დილით შარტავას ქუჩაზე სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა, როცა სწრაფად მიმავალმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. დათი იბრძვის სიცოცხლისთვის. წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ამ დროისთვის იაშვილის კლინიკაში მას 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ფეხის ამპუტაცია. მისი სრული რეაბილიტაციისთვის იგეგმება ისრაელის კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანა, ამასთან წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა გასავლელი, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ჩვენი დიდი სურვილია ჩვენი წვლილი შევიტანოთ დათის რეაბილიტაციასა და სრულ გამოჯანმრთელებაში.
თითოეული ლარი მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

კომენტარები