NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლევან ხაბეიშვილი: დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმიც

ლევან ხაბეიშვილი: დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმიც

03 აპრ 2022 პოლიტიკა 385 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ძალიან მძიმე პოლიტიკური გაზაფხული ელოდება. მან დღეს ბათუმში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ ბრძოლა იყო უთანასწორო.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ოლქი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამარჯვებული იყო, ყველამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად კოლეგა მოგვიკლეს, ყველამ კარგად იცის, რომ ბათუმი არის ოპოზიციური ქალაქი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წააგო, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ამ არჩევნებში ჩვენი გარდაცვლილი კოლეგის ოჯახის წევრი მონაწილეობდა, რომელთან ერთადაც შევედით უთანასწორო ბრძოლაში. ცხადი იყო, რომ 14 საარჩევნო უბანზე ე.წ. არჩევნები არ და ვერ ჩატარდებოდა რუსული “ოცნების” პირობებში, ჩვენ ვნახეთ ასეულობით გადმოწერილი მოქალაქე, რომლებიც წინა არჩევნებზე სხვა ოლქებში აძლევდნენ ხმებს. ცხადია, ჩვენ არც ერთ ბრძოლაზე არ ვაპირებთ უკან დახევას, სადმე დამალვას, ყველა უთანასწორო ბრძოლაში ვიქნებით რუსულ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, გაზაფხულზე ძალიან მძიმე პოლიტიკური რეალობა ელოდება “ქართულ ოცნებას”, დარწმუნებული ვარ, რუსული ხელისუფლების დასრულების ავანგარდში იქნება ბათუმიც. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ “ოცნება” დასრულდეს ძალიან სწრაფად, ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე მარტივი მიზეზით – ეს ხელისუფლება არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელმაც ფაქტობრივად ყველა სტრუქტურა და მექანიზმი ჩამოშალა, ისინი აღარც მალავენ, რომ კრემლიდან იმართებიან, მოისმინეთ მდინარაძის, დავითულიანის განცხადება და ეჭვი არც თქვენ არ შეგეპარებათ. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დამარცხების ავანგარდში იქნება ბათუმიც”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

TOP არჩევნები ბათუმი ლევან ხაბეიშვილი 2022-04-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები ბათუმი ლევან ხაბეიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სარჯველაძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია მარცხდება, ამას მიაწერენ არა მხარდაჭერის დეფიციტს, არამედ პროცედურის დარღვევას

შემდეგი სტატია

უკრაინელების მიერ “ქართული ლეგიონი”-ს გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერა (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

ნინო ჩხეიძე 20 იან 2021
აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს

აღმაშფოთებელია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშით და აღფრთოვანებით მიიღეს ივერი მელაშვილის განცხადება, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს

ირაკლი შალიკაშვილი 29 იან 2021
პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

პრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2019

უახლესი ამბები

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

  • სალომე სამადაშვილი:  წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო, მაგრამ … ქალბატონო თეა, მომავალში, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით

  • გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”  (ვიდეო)

    გივი ღამბაშიძე და ,,გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” (ვიდეო)

  • რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

    რომის პაპი კლინიკაში გადაიყვანეს

  • შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

    შსს: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებულია პირი, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს

  • ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

    ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიის სამიტზე: დემოკრატიას გამარჯვება სჭირდება ახლავე! წელს! ბოროტებამ ომი უნდა წააგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge