“უკრაინა დაისჯებოდა ამ ომითო… და რა დააშავა, რომ დაისაჯა? სასჯელი რას მოყვა?
ჟურნალისტებო, როცა წინ ბოროტი და უგულო არამზადა გიდგათ (თუნდაც ის ჩვენი ხალხის უმრავლესობის რჩეული პრემიერი იყოს, რაც ფაქტია და ამის უარყოფას ნურავინ მოგვთხოვს), ენა არ უნდა გადაყლაპოთ და ჩაეკითხოთ – რა დააშავა უკრაინამ? სად არის უკრაინის დანაშაული, რისთვისაც დაისაჯა?
პასუხი ეცოდინება, “დანაშაული და სასჯელი” მისი საყვარელი წიგნია. ის ეპოზოდი შეაყვარა პატრონმა, რასკოლნიკოვნა მოხუცი ქალი რომ “დასაჯა” ნაჯახით… ეს ქალი არ დაისჯებოდა… იქ რომ არ ყოფილიყო, თავისთან სახლში,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე
კომენტარები