უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სისხლის სამართალის საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ბუჩასა და კიევის სხვა რეგიონებში ჩავიდნენ, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები რუსეთის სამხედრო დანაშაულზე.
“ისევ ვაგროვებთ და ვეძებთ ცხედრებს, მათი რიცხვი უკვე ასობითაა. ქუჩებშია გვამები მიმოფანტული. ისინი ხოცავენ ამ სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას”. – თქვა კულებამ.
კულებას განმარტებით, უკრაინამ ჰააგის სასამართლოში სარჩელი უკვე გააგზავნა.
“ამის წარმოდგენა 21-ე საუკუნეში შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენ ვიხილეთ. რუსეთი. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე უარესია”. – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.
კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.
კომენტარები