„გერმანიის სიჯიუტე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, რუსეთის ლიდერთან მჭიდრო კავშირი შეენარჩუნებინა, თვალის დახუჭვა დანაშაულებების მთელ კატალოგზე, დაწყებული საქართველოში შეჭრიდან, გაგრძელებული ოპონენტების მკვლელობებითა და სამხედრო დანაშაულებებით სირიაში, სხვა არაფერი იყო, თუ არა კატასტროფული შეცდომა, რომელიც ანგელა მერკელს პოლიტიკური გულუბრყვილობის პანთეონში ნევილ ჩემბერლენის გვერდით დაუმკვიდრებს ადგილს“, – წერს ამერიკული გამოცემა ”Politico”-ს ევროპის რედაქციის მთავარი კორესპონდენტი, მეთიუ კარნიტშნიგი სტატიაში „პუტინის სასარგებლო იდიოტები გერმანიიდან“. რადიო თავისუფლება დაინტერესდა გერმანიის ყოფილი კანცლერისა და ევროპის სხვა ლიდერების პუტინთან ურთიერთობის განვითარებით, რასაც ბერლინში “Politico”-ს ჟურნალისტი წლების განმავლობაში აკვირდებოდა.
რადიო თავისუფლება: რატომ არსად ჩანს ყოფილი ბუნდესკანცლერი? რატომ არ გვესმის მისი პოზიცია უკრაინაში ომზე? ყოფილები ხომ, როგორც წესი, ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ, ვიდრე მოქმედი პოლიტიკოსები?
მეთიუ კარნიტშნიგი: მერკელს ჯერ არაფერი უთქვამს და არც მგონია, რომ იტყვის. ვფიქრობ, ამ ეპიზოდს თავისი მემუარებისთვის გადაინახავს, ასე უფრო მომგებიანია. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა. საგულისხმო ისაა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი ყოფილი მრჩევლები ალაპარაკდნენ – ქრისტოფ ჰოისგენი, მერკელის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში [ამჟამად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე] და ლარს-ჰენდრიკ როლერი, ყოფილი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და მერკელის პოლიტიკის არქიტექტორობას ერთმანეთს აბრალებენ. გასაგებიცაა, რატომ – ეს რეპუტაციის საკითხია.
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები