NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

02 აპრ 2022 პოლიტიკა 157 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.

„2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკოს სპიკერის თქმით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 237 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი.

„პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში.

ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება.

აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნება.

კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

„07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით.

ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

2 აპრილს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

ასევე მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი” ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.

კომენტარები

TOP ცესკო 2022-04-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დანილოვი: დიქტატორს „წმინდა თარიღები“ უყვარს. პუტინს 9 მაისამდე სურს უკრაინის განადგურება, რათა შემდეგ აღლუმით აღნიშნოს გამარჯვება

შემდეგი სტატია

რობერტა მეცოლა ზელენსკის: მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ამ ომის მოსაგებად

მსგავსი სტატიები

მათ ძალიანაც აინტერესებთ, მაგრამ ეშინიათ ივანიშვილის რომ იმ დარბაზში გამოჩდნენ – მმართველი გუნდი ქობულიას პარლამენტში არ მოუსმენს

მათ ძალიანაც აინტერესებთ, მაგრამ ეშინიათ ივანიშვილის რომ იმ დარბაზში გამოჩდნენ – მმართველი გუნდი ქობულიას პარლამენტში არ მოუსმენს

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019
პროცენტებზე ლაპარაკი კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის სახელისუფლებო გუნდში

პროცენტებზე ლაპარაკი კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რომელიც არის სახელისუფლებო გუნდში

სოსო ელისაშვილი 15 აპრ 2019

კვირიკაშვილი: საქართველომ ხელი გაუწოდა მსოფლიოს და მსოფლიომაც არ დააყოვნა ჩვენთან მოსვლა

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge