NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში – ცესკო

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში – ცესკო

02 აპრ 2022 პოლიტიკა 231 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნათია იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში არჩევნების შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

„დღეს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილია ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში. შეგახსენებთ, რომ ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, ვინაიდან დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხმის დათვლის პროცედურები განხორციელდება საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით, რაც ბიულეტენების ხელით დათვლას გულისხმობს. საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნა. უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – 1 წარმომადგენელი. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

TOP არჩევნები ცესკო 2022-04-02
ნინო ჩხეიძე
Tags TOP არჩევნები ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პენტაგონი: შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 300 მილიონი დოლარის თავდაცვის დახმარებას გაუწევს

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ბელგოროდში ხანძრებზე – – გულწრფელად გითხრათ, ამაზე საუბარი არაპროფესიონალურია

მსგავსი სტატიები

ლანჩხუთის გამგებლის წარმომადგენლის კაბინეტში „ქართული ოცნების“ დროშის დაფიქსირების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

06 ოქტ 2017
რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი

რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიცია არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი

ირაკლი შალიკაშვილი 13 აგვ 2020
„პატრიარქის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო“

„პატრიარქის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო“

20 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge