NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ტარიელ ნაკაიძე: ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია – თუნდაც მოღალატეს, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს

ტარიელ ნაკაიძე: ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია – თუნდაც მოღალატეს, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს

30 მარ 2022 სამართალი 435 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია – თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ, “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვისას გააკეთა.

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანია პროექტის მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვით, პირები, რომელთაც დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან.

ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული მუხლი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდის მაღალჩინოსნებს შეეხებათ. ამ კონტექსტში კი ასლან აბაშიძე, იგორ გიორგაძე და ლევან მამალაძე დასახელდა.

ასლან აბაშიძის შესაძლო ამნისტირების საკითხზე განსხვავებული პოზიცია ტარიელ ნაკაიძემ გამოხატა.

“პირადად მე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არა ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს. მსგავსი ადამიანების ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანების ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა – თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

თავად პროექტის ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ამნისტია ასლან აბაშიძესა და იგორ გიორგიძეზე არ ვრცელდება.

“თუმცა არის 2004 წლამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების კატეგორია და ძებნა შეიძლება 300 ადამიანის მიმართ შეწყდეს. თუ ამ დანაშაულთა წრეშია ლევან მამალაძე და მას რაიმე სხვა დანაშაული არა აქვს ჩადენილი, ის ამნისტირებული იქნება. მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვინც იტყვის: – რატომ ახდენ მამალაძის ამნისტირებას, 300 კაცს შეღავათი არ შეახოო. არ მგონია, ეს მართებული იყო, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სარჯველაძემ ოპოზიციის პასუხად.

“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეხუთე პუნქტის გათვალისწინებით, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, თუმცა რიგი დანაშაულების შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან არ გათავისუფლდებიან. კერძოდ, ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323-ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე – 413-ე მუხლები).

კომენტარები

TOP ასლან აბაშიძე ტარიელ ნაკაიძე 2022-03-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ასლან აბაშიძე ტარიელ ნაკაიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წყობიდან გამოსულმა ვლადიმირ სალავიოვმა ვოლოდიმერ ზელენსკი პირდაპირ ეთერში ანათემას გადასცა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

იაგო ხვიჩია: ვუსურვებდი ქართველ ხალხს ეს ორი პარტია გაქრეს, აღარ არსებობდეს (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

შსს-მ გორში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

29 სექ 2018
დაჭრილია მოკლული ბიზნესმენის დამხმარე ქალი

დაჭრილია მოკლული ბიზნესმენის დამხმარე ქალი

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
პროკურატურა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge