NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას კიევი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით დათანხმდება

რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას კიევი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით დათანხმდება

30 მარ 2022 მსოფლიო 270 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას კიევი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით დათანხმდება – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

თურქეთში განხილული გზავნილების მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, მართალია კრემლმა ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების შემცირების თაობაზე განაცხადა, თუმცა კიევში ახლა ისევ განგაშის სიგნალის, მთელი ღამე კი ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო იერიშის ხმა ისმოდა.

ახლაც არ მოხსნილა საჰაერო თავდასხმის საფრთხე, მძიმე ვითარებაა ჩერნიგოვშიც. ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, რუსეთის მხრიდან ცეცხლი მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა უკრაინის თავდაცვითი საჰაერო საშუალებები, რომლებმაც კიევის თავზე ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.კიევი ისევ საჰაერო თავდასხმის მოლოდინშია, სწორედ ამაზე ისაუბრა დღეს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ბრიუსელში გამართულ ევროპის რეგიონების კომიტეტის სესიაზე, რომელსაც კლიჩკო ონლაინ ჩაერთო.

“გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები მიდიან კიევიდან, ეს არ არის მართალი. მთელი ღამე ისმოდა განგაშის სიგნალი ,რაც გულისხმობდა თავდასხმებსა და ძლიერ აფეთქებებს კიევის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ეს ნიშნავს, რომ იქ ბრძოლებია, ადამიანები კვლავ იხოცებიან.

ეს სისხლისმღვრელი ომია. ყველას უნდა ესმოდეს ამ ომის მიზეზი, მიზეზია ის რომ უკრაინას უნდა, იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა. ყველა გაოცებული იყო, უკრაინული ძალები როგორ იდგნენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის, რუსეთის არმიის პირისპირ. ცხადი ახსნაა – რატომ? იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები იბრძვიან ფულისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ოჯახების, ბავშვების დასაცავად, ჩვენი მომავლისთვის და ასევე, ყველა თქვენგანისთვის.

ჩვენ არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენ არ გვესმის ზოგიერთი პოლიტიკოსის პოზიცია ევროპაში. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ ომის წინააღმდეგი არიან მეორე მხრივ მათ ჯერ კიდევ აქვს კომუნიკაცია რუსეთთან, ვგულისხმობ ბიზნესკომუნიკაციას. თითოეული ევრო, თითოეული ცენტი რასაც თქვენ რუსეთს უგზავნით, რუსეთი არასდროს მოახდენს ამ თანხის ინვესტირებას ეკონომიკაში, ისინი ფინანსების ინვესტიციას არმიაში ახდენენ,”-აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

ვიტალი კლიჩკოსთან ერთად სიტყვით გამოვიდა ამავე სესიაზე ლვოვის მერი. მან დეპუტატებს მოუყვა იმ მძიმე ვითარების შესახებ რაც ამ დროისთვის ლვოვშია და რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთი უკრაინაში უკვე 35-ე დღეა.

“როგორც მოგეხსენებათ, 35 დღეა, 200 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია ჩვენს ტერიტორიაზე, ყოველდღიურად ასობით დაბომბვა ხდება. ისინი ამას აკეთებენ აშკარად მიზანმიმართულად. სამოქალაქო დაწესებულებები სკოლები საბავშვო ბაღები საავადმყოფოები ხალხი. ჩვენ ვიცავთ ყოველ მეტრს, ლვოვში 200 000 უკრაინელია.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის დახმარება, რომელსაც ლვოვი უშუალოდ პოლონეთის ქალაქებიდან იღებს. დღეს რუსეთი ხდება ნაცისტური ქვეყანა, რომელიც კლავს უკრაინელებს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ ჩვენი მიწის ერთ მეტრს. ჩვენ გვესმის, რომ დღეს ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის, მსოფლიოში თავისუფლებისთვის. ალბათ, ეს არის უკრაინის მისია დღეს, თუნდაც მთელ მსოფლიოს არ ესმოდეს ჩვენი,”-აცხადებს ლვოვის მერი ანდრი სადოვი.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის განცხადებით, დღეს იგეგმება 3 ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედება და ფრონტის ხაზიდან მოსახლეობის ევაკუაცია. ასევე დღეს უკრაინა მარიუპოლიდან მოქალაქეების გამოყვანას გეგმავს და რუსეთს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

კომენტარები

TOP ომი რუსეთი უკრაინა 2022-03-30
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა

შემდეგი სტატია

მიწისძვრა საქართველოში

მსგავსი სტატიები

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრა შედგა

12 ივლ 2018
“რუსეთი გაზს ჩვენ წინააღმდეგ იარაღად იყენებს…” – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

“რუსეთი გაზს ჩვენ წინააღმდეგ იარაღად იყენებს…” – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივლ 2022

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

09 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

    დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge