NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ზარქუა: კირკიტაძესაც მინდა გამოვეხმაურო, კირკიტ, ძმაო, თუ ვინმეს ურტყამს მაღალი ინფლაცია, ურტყამს ხელისუფლებას

ირაკლი ზარქუა: კირკიტაძესაც მინდა გამოვეხმაურო, კირკიტ, ძმაო, თუ ვინმეს ურტყამს მაღალი ინფლაცია, ურტყამს ხელისუფლებას

29 მარ 2022 პოლიტიკა 328 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომა ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ და ასე იქნები ბოლომდე, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ზარქუამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა, თუ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურებიან ხელისუფლების ჩამოგდებასთან დაკავშირებით, გამოვიდნენ და ღიად თქვან.

„ჩვენი ოპოზიციიდან იყვნენ გამომსვლელები, რომლებმაც თქვეს, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ამბობდა – მშვიდობა და ერთიანობაო. დიახ, გეთანხმებით, მშვიდობა და ერთიანობა და არა ომს, რისი რიტორიკაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო საქართველოში, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს დადასტურდა მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მოგეწონათ? რომელიმე გამოხვედით და თქვით, რომ ეს განცხადება მიუღებელია? რადიკალურ პოზიციას მივმართავ, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები რომ გიყვართ. არა ხართ გულწრფელი და იმიტომ. ერთიანობაზე მოგვიწოდებდით ჩვენ და გუშინ რომ გამოვიდა „ნაცების“ ბელადი და თქვა, რომ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, აჰა, მოვიდა ის დრო, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთო, დაგმე? ვერ დაგმე, იმიტომ, რომ არა გაქვს ერთი ადგილი, რომ ეს გააკეთო. მაშინ იქნებოდი ნამდვილი პოლიტიკოსი. ამიტომ ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ და ასე იქნები ბოლომდე. სხვებსაც მივმართავ, რომელიმემ თქვით, რომ დასაგმობია ის, რაც გუშინ ბელადმა განაცხადა, თუ ემხრობით? გამოდით და თქვით მაშინ“, – მიმართა ზარქუამ გიორგი ვაშაძეს.

ამასთან, ზარქუა სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთუმეობა ის არის, რასაც თქვენ „ღირსეულად“ აკეთებთ და აკეთებდით“.

„ხაბეიშვილს მინდა მივმართო, შეეშვი „ქართული ოცნების“ ბულინგს, ეს ბოლო გაფრთხილებაა და კარგად გაითვალისწინე. ჩვენ არ შეურაცხვყოფთ თქვენს ამომრჩეველს, მათ ვინც პოლიტიკაში ხართ მოკალათებული, მეტი პასუხისმგებლობა გაქვთ. რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ჩამოგითვლით და მერე თქვით, ვინ არის რუსეთუმე. 2008 წელს ომი რომ დაიწყო, 20% ვინ ჩააბარა? სტრატეგიული ობიექტები რუსებს ვინ ჩააბარა? აგერ არის რომან გოცირიძე და კითხეთ, რას ნიშნავს მაგ ობიექტების გადაცემა რუსებისთვის. ომიდან 2 წელში ვინ გაუხსნა უვიზო მიმოსვლა რუსებს? WTO-ში ვინ დაუჭირა მხარი რუსებს, როცა ჩვენი ხმა იყო გადამწყვეტი? დღეს სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და 20 მილიონით დააჯარიმა თქვენი თავდაცვის მინისტრი, ჯარს რომ ფული მოპარა იმიტომ. ეს არის რუსეთუმეობა, რასაც თქვენ „ღირსეულად“ აკეთებთ და აკეთებდით.

ჩვენი მოსვლიდან 2 წელში ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა გვაქვს, ევროკავშირში ბაზარი გავხსენით, შევძელით ის, რომ ნატო ყველაზე უფრო ახლოს არის ჩვენთან, რასმუსენმა თქვა, რომ დიახ, საქართველო მზად არის ნატო-სთვის, უბრალოდ, ნატო არ არის დღეს მზად საქართველოსთვისო. ფაქტები არის ფაქტები. ვერ გაექცევით, როგორც არ უნდა შეალამაზოთ შენ და შენმა ბელადმა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ერთიანობა ნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ და ნუ იქნებით მეხუთე კოლონა და აღარ დაგიძახებენ. გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ მიუღებელია ის განცხადება, რაც უკრაინის ერთ-ერთმა ჩინოსანმა გააკეთა. ეს არცერთს არ დაგცდენიათ და აქ გამოდიხართ და საქართველოს სიყვარულზე მელაპარაკებით. საკმარისია, ეს გამოიარა საქართველომ 2008 წელს, ჩვენს დედებს უკვე ჩააცვეს შავები რუსებმა, მეტი აღარ გვჭირდება. ჩვენ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული და თუ შეგწევთ ძალა, ამაში შემოგვეხიდეთ და გვერდში დაგვიდექით. თუ არადა, ჩუმად იყავით. კირკიტაძესაც მინდა გამოვეხმაურო, კირკიტ, ძმაო, ძალიან რთულია და ყველას გვესმის, რომ ვინმეს თუ ურტყამს მაღალი ინფლაცია, გაზრდილი ფასები საწვავზე, ეს ურტყამს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის მოცემულობა, მსოფლიო მოვლენა“, – მიმართა ზარქუამ ოპოზიციას.

კომენტარები

TOP ირაკლი ზარქუა 2022-03-29
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ზარქუა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუბარი: კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს

შემდეგი სტატია

ნაცვლიშვილი: მივმართავ ბრიუსელში მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაბრუნების შემდეგ მოვისმინოთ რა ხედვებით ჩავიდა ის ბრიუსელში და რა პოზიციები დახვდა მას საქართველოსთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

ჯანელიძე: მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია

ჯანელიძე: მთელი მსოფლიოსთვის იყო გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია

22 მაი 2018

კობახიძემ შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

08 დეკ 2017
კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს”

კობახიძე: „ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს”

26 იან 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge