NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისის პარტნიორობით სამეწარმეო განათლების ფესტივალი ჩატარდა

თიბისის პარტნიორობით სამეწარმეო განათლების ფესტივალი ჩატარდა

29 მარ 2022 ბიზნესი 458 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

26 მარტს, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს პროექტის – „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“
ფარგლებში, „სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2022“ ჩაატარა. პროგრამის
ფარგლებში შექმნილი მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა თიბისისთან,
თბილისი მოლთან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან,
საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა 30-მა მინი-
კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც სასწავლო პროცესის
განმავლობაში შექმნეს ინოვაციური და კრეატიული პროდუქტები.
გამარჯვებული გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო პროდუქტი
• საუკეთესო ინტერვიუ
• მომხმარებლის რჩეული
ასევე, შეირჩა 5 გუნდი, რომელიც გადავიდა მომდევნო ეტაპზე და 2022 წლის
საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტულის მოსაპოვებლად გააგრძელებს ბრძოლას.
„საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია“, საქართველოს სახელით
მონაწილეობას მიიღებს ევროპის ყველაზე მასშტაბურ „სამეწარმეო განათლების
ფესტივალში“, რომელიც ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 12-დან 14 ივლისის ჩათვლით
გაიმართება.
პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ახალგაზრდებში მეწარმეობის სწავლების
პრაქტიკული მეთოდით – „სწავლება კეთებით“ ისწავლება, რომლის დროსაც
მოსწავლეები ახდენენ სიმულაციური კომპანიების ჩამოყალიბებას და მართვას.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად
საკითხებს. პროგრამის წესების შესაბამისად, მონაწილეები ახდენენ კაპიტალის
მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და წარმოებული საქონელი ან
მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს,
პრაქტიკულად დაინახონ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბიზნეს იდეიდან რეალური
ბიზნესის ფორმირებამდე.

კომენტარები

TOP თიბისი 2022-03-29
თამუნა
Tags TOP თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თიბისის სტარტაპერი – 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

შემდეგი სტატია

სერგეი შოიგუ: ოპერაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა …

მსგავსი სტატიები

თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

15 ნოე 2018
Volvo Cars-სა და Uber-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი – თვითმართვადი ავტომობილი უკვე სახეზეა

Volvo Cars-სა და Uber-ის ურთიერთთანამშრომლობის შედეგი – თვითმართვადი ავტომობილი უკვე სახეზეა

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივნ 2019
„მე ვწუხვარ ბაღზე” – ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე

„მე ვწუხვარ ბაღზე” – ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე

თამუნა 15 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge