NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრული ბანკის მომავალზე იმსჯელეს

ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ციფრული ბანკის მომავალზე იმსჯელეს

29 მარ 2022 ბიზნესი 613 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სასტუმრო ბილტმორში საბანკო სექტორის წარმომადგენელთა ფორუმი – The
Future of Banking გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ინგლისურენოვანი გამოცემა
The FINANCIAL-ი იყო, ხოლო მხარდამჭერი – თიბისი. ფორუმის განხორციელებაში
აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს
საბანკო ასოციაცია.
ფორუმი საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე სიახლეებს, ქართული
ბანკების საერთაშორისო რეიტინგებს, ბაზრის ანალიზსა და პერსპექტივებს
მიეძღვნა. ფორუმზე ისაუბრეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა,
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს საბანკო
ასოციაციის თავმჯდომარემ და სხვებმა.
თიბისი ფორუმზე წარმოდგენილი იყო ორ საპანელო დისკუსიაში, რომლებზეც
ციფრული ბანკინგის და ფინტეკების მომავალზე იმსჯელეს. თიბისის
გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა თიბისის
ციფრულ ტრანსფორმაციაზე და გაციფრულების მიმართულებით ბოლო 10
წელიწადში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„თანამედროვე ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა სრულიად ახალი რეალობის
მოწმენი გავხდეთ. დღეს, ციფრული ბანკი ხდება ბიზნესის კეთების, გადახდების
და მომხმარებლისათვის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების
დომინანტური გზა როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ განვითარებულ
მსოფლიოში. თანამედროვე პრაქტიკაში საცალო სეგმენტისა და ციფრული
ბანკინგის ერთმანეთისგან განცალკავებულად განხილვა შეუძლებელია.
დღეისათვის, თიბისიში ტრანზაქციების 99 % ციფრულად, ხოლო 1 % ფიზიკური
გზით ხორციელდება“, – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური
დირექტორის მოადგილე
საბანკო ინდუსტრიაში ფინტეკების როლზე და პერსპექტივებზე ისაუბრა
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა, რომელმაც
უზბეკეთში თიბისის მთლიანად ციფრული ბანკის საქმიანობა მიმოიხილა.
„საქართველო შეიძლება იყოს ძალიან კარგი ჰაბი, იმისთვის, რომ აქ შეიქმნას
ფინანსური ტექნოლოგიები და შემდეგ მოხდეს მისი ექსპორტი. ამის მაგალითია
თიბისის მიერ შექმნილი პლატფორმა Space, რომელიც უკვე ორ ქვეყანაში
წარმატებით ფუნქციონირებს. სწორედ Space-მა მოგვცა საშუალება
აგვემუშავებინა პირველი, ქართული, ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელსაც

უკვე მილიონ ნახევარი მომხმარებელი ჰყავს,“ – ნიკა ქურდიანი, თიბისის
გენერალური დირექტორის მოადგილე.
საბანკო ფორუმს გაზეთ The FINANCIAL-ის სპეციალური ნომერი მიეძღვნება,
სადაც დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნობიან ფორუმზე განხილულ
საკითხებს.

კომენტარები

TOP ეროვნული ბანკი საბანკო სექტორი 2022-03-29
თამუნა
Tags TOP ეროვნული ბანკი საბანკო სექტორი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაია ბითაძე: არ გაბედოთ, ბატონ ლევან ხაბეიშვილს მივმართავ, რუსეთუმეებს ქართველებს ნუ გვეძახით!

შემდეგი სტატია

თიბისის სტარტაპერი – 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

მსგავსი სტატიები

თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლა მომგებიანია

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018
თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

თიბისის და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

თამუნა 26 მარ 2021
Galaxy

Galaxy

ირაკლი შალიკაშვილი 11 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

    მედია: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა

  • საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

    საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს 3 ოქტომბერს განიხილავს

  • მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

    მედია: გერმანიის ერთ-ერთ პარკში 27 წლის ქართველი ქალის ჯგუფურად გაუპატიურების საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს

  • წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

    წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის 14 დააკავეს

  • ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

    ნათია ფანჯიკიძე: 20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge