NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი: შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ ვფიქრობთ რუსეთში რაიმე ახალ ინვესტიციებზე

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი: შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ ვფიქრობთ რუსეთში რაიმე ახალ ინვესტიციებზე

28 მარ 2022 მსოფლიო 516 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთში ინვესტიციების გაზრდაზე არ ფიქრობს, სანამ არ იქნება „უკეთესი“ გარემო და მეტი პოლიტიკური სტაბილურობა“.

„ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ არ ვფიქრობთ იქ [რუსეთში] რაიმე ახალ ინვესტიციებზე”, – აღნიშნა მან.

ყატარის დიპლომატის თქმით, ისინი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი არ ფიქრობენ ახალ ინვესტიციებს, სადაც გარკვეულ დაძაბულობას ან პოლიტიკურ რისკს გრძნობენ. მისი განცხადებით, იქნება, ვიდრე ყატარს არ ექნება გარკვეული სიცხადე სიტუაციის სტაბილურობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ყატარი ეწინააღმდეგება ნებისმიერი აგრესიის აქტს ან ძალაუფლების გამოყენებას სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, ემირი ამბობს, რომ იგი ღიად ტოვებს თავის საკომუნიკაციო არხებს ყველა მხარესთან. მან დასძინა, რომ ის ხშირად ესაუბრება თავის რუს და უკრაინელ კოლეგებს, რათა „ჩვენი დახმარება ან წვლილი შევთავაზოთ სიტუაციის დეესკალაციასა და ამ ომის დასრულებაში“.

“ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცეცხლის შეწყვეტაზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე, ჰუმანიტარული დახმარების მიტანაზე უკრაინაში. ნაცვლად, კონფლიქტისა და ბრძოლის ველზე უთანხმოებისა, საჭიროა მაგიდის გარშემო ვიყოთ“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყატარს მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს რუსული ნავთობის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტში“.

კომენტარები

ინვესტიცია ომი რუსეთი უკრაინა ყატარი 2022-03-28
ნინო ჩხეიძე
Tags ინვესტიცია ომი რუსეთი უკრაინა ყატარი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩეჩენი “მოხალისე”: კადიროვო რამზან, შენები გაგზავნე, დაე, მათ იომონ. სხვებს ნუ მოუწოდებ, სხვებსაც უნდათ ცხოვრება

შემდეგი სტატია

რუსული ჯარის გინება დასჯადი იქნება

მსგავსი სტატიები

აეროპორტში ვოლოდიმირ ზელენსკის რიში სუნაკი დახვდა

აეროპორტში ვოლოდიმირ ზელენსკის რიში სუნაკი დახვდა

ნინო ჩხეიძე 08 თებ 2023
მედია – ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს

მედია – ხარკოვში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს ეკლესია, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს

ნინო ჩხეიძე 18 აპრ 2022
ლვოვის მერი: …გვჭირდება დღეს და არა ხვალ. ხვალ რუსული რაკეტები ევროკავშირში იქნებიან

ლვოვის მერი: …გვჭირდება დღეს და არა ხვალ. ხვალ რუსული რაკეტები ევროკავშირში იქნებიან

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge