27 მარტს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ორი ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხში მინისტრი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.
„დღემდე შეთანხმებულია 2 ჰუმანიტარული დერეფანი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის. დონეცკის ოლქში: ქალაქ მარიუპოლიდან ზაპორიჟიემდე საკუთარი ტრანსპორტით. ასევე განხორციელდება ევაკუაცია ქალაქ ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეში“, -განაცხადა ვერეშჩუკმა.
ვერეშჩუკის თქმით, ზაპოროჟიედან მითითებული მარშრუტით ახლა 15 ავტობუსი მიემგზავრება.
ვიცე-პრემიერი განცხადებით მარიუპოლში მათი ჩასვლის დრო დამოკიდებული იქნება რუსი სამხედროების საგუშაგოების გავლის სიჩქარეზე.
ლუგანსკის რაიონში შეთანხმებულია დერეფანი ქალაქ რუბიჟნოედან ბახმუტამდე.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ჰუმანიტარული დერეფნების სხვა მარშრუტებზე. ვერეშჩუკმა დასძინა, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა შეწყვიტონ სროლა და მისცენ ხალხს შესაძლებლობა დატოვონ სარდაფები და თავშესაფრები და გაუშვან ჰუმანიტარული კოლონები.
კომენტარები