NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნიკა გვარამია: დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია

ნიკა გვარამია: დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია

27 მარ 2022 საზოგადოება 1595 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.
მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები.
“თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.
„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა დანილოვმა.
„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა:  რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

კომენტარები

ალექსეი დანილოვი ნიკა გვარამია 2022-03-27
ნინო ჩხეიძე
Tags ალექსეი დანილოვი ნიკა გვარამია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

შემდეგი სტატია

ნონა ხანგოშვილის პასუხი – რამზან კადიროვის მუქარას!

მსგავსი სტატიები

დაჭრილი ახალგაზრდის მეორე ოპერაცია დასრულდა

01 დეკ 2017
შოთა არ­ვე­ლა­ძე: სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან …

შოთა არ­ვე­ლა­ძე: სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან …

ნინო ჩხეიძე 09 მაი 2021
“ჩვენ გვაქვს ეს საოცარი გამოცდილება, როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელის ჟამს”

“ჩვენ გვაქვს ეს საოცარი გამოცდილება, როდესაც მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელის ჟამს”

ნინო ჩხეიძე 28 აგვ 2021

უახლესი ამბები

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge