NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»mfa.am: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი რუსული სამშვიდობო მისიის კონტროლის ზონაში

mfa.am: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი რუსული სამშვიდობო მისიის კონტროლის ზონაში

25 მარ 2022 მსოფლიო 534 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი რუსული სამშვიდობო მისიის კონტროლის ზონაში და შეიჭრნენ ყარაბაღის სოფელ ფარუხში“, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო წერს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს 2020 წლის სამმხრივი განცხადების დარღვევას. მათი განმარტებით, ამ ფაქტს წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღისთვის გაზის მიწოდების შეფერხება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები, რომელთა ტერიტორიაზეც მოხდა აღნიშნული შემთხვევა, სათანადო ზომებს მიიღებს.

„აზერბაიჯანის ასეთი აგრესიული ქმედებები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ოფიციალური ბაქო აგრძელებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების უხეშ დარღვევას, რომლის მიხედვითაც საომარი მოქმედებები შეწყდა, მხარეები შეჩერდნენ თავიანთ პოზიციებზე და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა ხაზის გასწვრივ.

ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან არცახისთვის მიმწოდებელი ერთადერთი გაზსადენის მუშაობის სრული შეფერხება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაბომბვა დიდი კალიბრის იარაღით, მუქარა არცახის სომხებისთვის და სხვა ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იყო ეთნიკურ წმენდაზე. უფრო მეტიც, ბაქოს მსგავსი ქმედებები ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრ გამწვავებასთან ერთად სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

ჩვენ ველით, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები, რომელთა პასუხისმგებლობის ზონაშიც ხდება პროვოკაცია, მიიღებენ ზომებს, რათა აზერბაიჯანის ჯარები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ თავდაპირველ პოზიციებზე და მკაცრად შეასრულონ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებები.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოხატოს მკაფიო შეფასება აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია სამშვიდობო პროცესის ჩაშლისკენ და წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისა და მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში“, – ვკითხულობთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარს გამოეხმაურა არცახის ომბუდსმენი და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საქციელი არის სილა კაცობრიობისთვის.

„აზერბაიჯანის კრიმინალური და ამპარტავნული საქციელი არის სილა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის, რომელიც ჯიუტად აგრძელებს დუმილს“, – განაცხადა არცახის ომბუდსმენმა გეგა სტეპანიანმა. სტეპანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ღიად და საჯაროდ ატარებს კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის განადგურების „მასტერ კლასს“.

კომენტარები

TOP აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღი 2022-03-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ სააკაშვილი: …სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარი, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ

შემდეგი სტატია

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ-ინფოს” წინააღმდეგ საჩივარი განსახილველად არ მიიღო

მსგავსი სტატიები

ტრამპი პუტინზე: მათ უნდათ, რომ თქვათ, რომ ის სულელი ადამიანია. ჩემი აზრით, პუტინმა ცუდი შეცდომა დაუშვა

ტრამპი პუტინზე: მათ უნდათ, რომ თქვათ, რომ ის სულელი ადამიანია. ჩემი აზრით, პუტინმა ცუდი შეცდომა დაუშვა

ნინო ჩხეიძე 11 მაი 2023

“უკრაინის ხელისუფლების ქმედებები იმდენად უკანონოა, რომ მათ შეუძლიათ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია განახორციელონ”

05 დეკ 2017
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ!

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2023

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge