NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სპორტი»რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა: ჩვენი სურვილია, ევრო 2028 ან ევრო 2032 რუსეთში გაიმართოს

რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა: ჩვენი სურვილია, ევრო 2028 ან ევრო 2032 რუსეთში გაიმართოს

25 მარ 2022 სპორტი 837 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თვე გადის იმ დღიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაში  უფრო მართებული შეფასებით კი, ომი წამოიწყო. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრის, უდანაშაულო ადამიანების დახოცვისა და სხვა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევის ფონზე, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომელსაც სპორტული სამყაროც შეუერთდა – მაგალითისთვის ისიც საკმარისია, რომ რუსეთში F1-ის გრან პრი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღარ ჩატარდება.

ამ და სხვა მოვლენების პარალელურად, რუსეთმა ევრო 2028-ის ან 2032-ის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა.

“ჩვენი სურვილია, ევრო 2028 ან ევრო 2032 რუსეთში გაიმართოს, განაცხადს დღეს ვაგზავნით. გარწმუნებთ, რომ რუსეთი მსხვილმასშტაბიანი ტურნირის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაშია”, – ამბობენ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში.

უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე რუსეთის სურვილს ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება და დიდი ალბათობით, განაცხადი განაცხადად დარჩება. პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს რუსეთთან ნეიტრალურ სტადიონზეც კი არ ჩაატარებდნენ – მალევე ფიფა-მ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა.

2028 და 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე სურვილს, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი და იტალია გამოთქვამენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, რუსეთმა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ფინალური მატჩი “ლუჟნიკის” სტადიონზე გაიმართა – სწორედ ამ სტადიონზე შეიკრიბა გასულ კვირას ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოება.

წყარო

კომენტარები

TOP ევრო 2028 ომი რუსეთი უკრაინა 2022-03-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევრო 2028 ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე სააკაშვილზე: …და გამოდის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სტრასბურგში

შემდეგი სტატია

გრიგორი კარასინი – სანქციების შესახებ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩენეველი არ დარჩება”

მსგავსი სტატიები

20 წლის წინ ATP-ს რეიტინგში ფედერერის დებიუტი შედგა

22 სექ 2017

მესის კარიერაში საუკეთესო სტარტი აქვს

22 სექ 2017
ნეიმარის მინდორზე ვარდნის პოზებისგან შრიფტი შექმნეს

ნეიმარის მინდორზე ვარდნის პოზებისგან შრიფტი შექმნეს

18 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge