ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სია კიდევ უფრო გაფართოვდება.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ ადამიანება გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიისადმი. ისინი საჯაროდ ამართლებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში.
სია:
– მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი
– რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი
– დირიჟორის ვალერი გერგიევი
– მოცეკვავე სერგეი პოლუნინი
– მომღერალი პოლინა გაგარინა
– მომღერალი ნიკოლაი რასტორგუევი
– მომღერალი სტას მიხაილოვი
– ტელეწამყვანი თინა კანდელაკი
– პიანისტი დენის მაცუევი და სხვ.
კომენტარები