NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაპუაშვილი: დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს – ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება

პაპუაშვილი: დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს – ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება

23 მარ 2022 პოლიტიკა 276 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. საერთოდ საკითხი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისთვის არ მიუმართავს.

„ალბათ ერთი კვირის წინ იყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ თქვა, რომ ის საუბრობდა უკრაინის ხელისუფლების სახელით და ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოსმენის ინიციატივა იყო. გავიდა ერთი კვირა და ჩვენ ეს ინიციატივა უკრაინის ხელისუფლებისგან ხომ არ გვინახავს. ამიტომ, ეს საკითხი არც დგას, არც განხილულა, არც რაიმე გადაწყვეტილება არ არსებობს. საერთოდ საკითხი არ არსებობს.

დააკვირდით „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგს – ეს არის ყოველ დღე რაღაც თემების მოფიქრება. ეს არის დეზინფორმაციული კამპანიის, ჰიბრიდული ომის ტიპური ინსტრუმენტი. ჰიბრიდული ომის და დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა და გაურკვევლობის, მოსახლეობაში დაბნეულობის შემოტანა. ამიტომაც შემოაგდებენ ხან ერთ თემას, ხან მეორეს,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ ქვეყნების პარლამენტში აქვს მოსმენები, რომელთაგანაც კონკრეტულ დახმარებას მოელის და მიმართავს იმისთვის, რომ ისინი მეტი დახმარების გაწევაში დაარწმუნოს.

„ჩვენ ვხედავთ რა მიზანი აქვს უკრაინის ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. ეს გახლავთ ის ქვეყნები, საიდანაც უკრაინა გადამწყვეტ დახმარებას მოელის და იცით, რომ ორი რამაა, რასაც უკრაინა მოითხოვს. ეს გახლავთ უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა და საფრენი აპარატების მიცემა იმისთვის, რომ შემდეგ საჰაერო ომში ჩართვა შეძლოს. სწორედ იმ ქვეყნებს მიმართავს, ვისაც ამისი ტექნიკური, ფინანსური, თუ სხვა საშუალებები აქვს. მიმართავს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი მეტი დახმარების გაწევაში. ეს პროცესი ის კი არ არის, რომ ქვეყნები ითხოვენ უკრაინის პრეზიდენტის ჩართვას, რომ მისგან რაღაც მოისმინონ. ჩვენთან ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა კიდეც, რომ ჩვენ ეს ჩართვა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პატრიოტიზმი ისწავლოს. არ ვიცი ეს რანაირი დამოკიდებულებაა საქართველოს პარლამენტის წევრის მხრიდან, ზოგადად ამ პროცესის მიმართ.

ვერიდები ყოველთვის, მაგრამ ასეთი ინიციატივების დროს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან მოდის, არის თითქოს სულ პიარზე, რაღაც თეატრალიზაციაზე და ა.შ. აგებული. მაშინ როცა უკრაინაში ყოველდღიური ტრაგედიები ხდება, ამ დროს ჩართვაზე და რაღაც ცერემონიულ საკითხებთან დაკავშირებით ფიქრი… მე მიჭირს ამის გააზრებაც კი, რატომ უჩნდებათ ასეთი იდეები და აზრები,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოს რაც შეუძლია უკრაინისთვის გააკეთოს, ამას ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება ბევრი სხვა საშუალება არ გვაქვს ისეთი, როგორც ამერიკას და ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ამერიკისა და ევროკავშირის წევრის ქვეყნების მსგავსად საერთაშორისო პლატფორმებზე თანაბარი ერთი ხმა გვაქვს და ამ ძალას ჩვენ ვიყენებთ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

TOP ნაციონალური მოძრაობა უკრაინა შალვა პაპუაშვილი 2022-03-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნაციონალური მოძრაობა უკრაინა შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაოგნებული CNN-ის ჟურნალისტი და თარგმანში დაკარგული პესკოვი (ვიდეო)

შემდეგი სტატია

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ჩავერთვებით და არ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში, ამ კუთხით, ჩვენი პოზიცია სრულად ემთხვევა …

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა

საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იხილეს პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა

ირაკლი შალიკაშვილი 25 მარ 2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

ნინო ჩხეიძე 21 აგვ 2021
ეკა ბესელია: აღარ მეცინება და აღარც მექილიკება – „ქართულ ოცნებაში“, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი?

ეკა ბესელია: აღარ მეცინება და აღარც მექილიკება – „ქართულ ოცნებაში“, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი?

ირაკლი შალიკაშვილი 28 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge