NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»გიორგი კაკაურიძე: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს

გიორგი კაკაურიძე: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს

23 მარ 2022 ბიზნესი 307 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკამ შესაძლოა მილიარდი დოლარით იზარალოს. ამის შესახებ businessformula წერს.

კაკაურიძის განმარტებით, წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

„პანდემიის შოკიდან გამომდინარე, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. შესაძლოა, ასწლეული გავიდეს და მსგავსი სიმძიმის შოკი მსოფლიო ეკონომიკას არ ჰქონდეს. ამას დაემატა რეგიონული შოკი, რაც ჩვენს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. საუბარია, რომ პოტენციურად დაახლოებით მილიარდი დოლარი დააკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ყველას კარგად ესმის ეს როგორ უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე. რა თქმა უნდა, 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება ძალიან რთული, ალბათ, შეუძლებელიც. ტურიზმის აღდგენა იმ ტემპით, რაც გათვლილი გვქონდა ვერ მოხდება და ვერც ექსპორტის იგივე მაჩვენებელი შენარჩუნდება. საბაზისო სცენართან მიმართებაში ორივე მაჩვენებელი შემცირდება“,- განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მთავრობა სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. მისი განმარტებით, გავლენების შეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინებია მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიცვლება გლობალური ეკონომიკის ტენდენციები.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, იმისთვის რომ 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 3%-იან დეფიციტზე ჩამოვიდეს, ხარჯები ბევრი მიმართულებით შემცირდება.

შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა.

კომენტარები

TOP გიორგი კაკაურიძე 2022-03-23
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გიორგი კაკაურიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეზვრიშვილი: ყოველდღიურად ბრიფინგს უძღვნიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვას. ამით იწყება ბრიფინგი და ამით მთავრდება. პარალელურად „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იქცევა სწორად

შემდეგი სტატია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსგავსი სტატიები

აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად

აქ.ახლა წაიკითხე პირველად „საბასთან“ ერთად

თამუნა 22 ივნ 2021
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – „უკრინა-რუსეთი: დროული  თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?“

თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – „უკრინა-რუსეთი: დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა?“

თამუნა 28 თებ 2022
წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს –   „მეხსიერების ფრაგმენტები“  უმასპინძლებს

წინანდლის მამული, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გამოფენასა და პერფორმანსს – „მეხსიერების ფრაგმენტები“ უმასპინძლებს

თამუნა 05 მაი 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge