“რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო. არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს რამე ანაზღაურება იქნება თუ არა. უფრო მეტიც ბიჭებს რომ ვკითხე ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით – ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცყოფელი!
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!” – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის ომში მოხალისედ წასული ,,მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
კომენტარები