NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე  საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხეს

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე  საქართველოს მოქალაქეებმა და კომპანიებმა უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი ჩარიცხეს

22 მარ 2022 ბიზნესი 345 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინელების მხარდასაჭერად, თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი თანხა ჩარიცხოს და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. თიბისის არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად უკვე 1,6 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა რეგულარულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე. გუნდის სახელით, თიბისიმ ფონდში 200,000 ლარი ჩარიცხა. თიბისიმ მომხმარებლებს დონაციის პროცესი ციფრულ არხებშიც გაუმარტივა და თიბისის აპში სპეციალური შაბლონი – „მხარდაჭერა უკრაინას“ შექმნა.
უფასო გახდა ნებისმიერი  საქველმოქმედო და ჰუმანიტარული გადარიცხვა  უკრაინის მიმართულებით. საკომისიო გადასახადებს თიბისი თავის თავზე იღებს და მას სრულად
ფარავს. საბანკო ასოციაციის ორგანიზებით და  საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი  შეგროვდა და გაიგზავნა უკრაინაში.
კომპანია  ფინანსურად ეხმარება  გუნდის  უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახის წევრებს. თიბისი აფინანსებს ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას და ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კერძო სექტორს არაერთი პროექტის განხორციელებაში, მხარს უჭერს ბიზნესებს ამ რთული პერიოდის გადალახვაში სექტორული კვლევების და სამუშაო სესიების/შეხვედრების ორგანიზებით.
ინიციატივას თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებიც შეუერთდნენ. თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს. ციფრული პლატფორმები – Mymarket.ge, Vendoo.ge და myhome.ge თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის  3%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რიცხავენ. უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად, სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე ახალი ციფრული სერვისი, რომლით  სარგებლობაც
უფასოა:

● Mymarket- ს დაემატა სპეციალური განცხადების ატვირთვის ფორმა. თუ მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების ნივთების მიტანას უკრაინის საელჩოში ვერ ახერხებს, შეუძლია ნივთების შესახებ ინფორმაცია და მისამართი ვებ-გვერდზე ატვირთოს. Mymarket-ის კურიერი მას საელჩოში წაიღებს, რის შემდეგაც ნივთი სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
● Vendoo-ზე შეიქმნა სპეციალური განყოფილება, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ნივთის შეძენა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის საელჩოში ნივთების ტრანსპორტირებას vendoo-ს გუნდი უზრუნველყოფს.
● Myhome-მა შექმნა სპეციალური პლატფორმა თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქეებისთვის – მათთვის, ვინც საქართველოში იმყოფება და არსებული ვითარები გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისეთი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რომელიც გარკვეული ვადით უფასოდ დაეთმობათ უკრაინის მოქალაქეებს. ინფორმაციის ნახვა ერთ პლატფორმაზე, მარტივად იქნება შესაძლებელი.
სხვადასხვა სახით, ქველმოქმედების იდეას შეუერთდნენ კომპანიები: თეგეტა მოტორსი, გეფა, The BODY SHOP და Afflelou Paris.
თიბისი, საფინანსო სექტორის სხვა მოთამაშეებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მხარი  დაუჭიროს
უკრაინას ამ რთულ პერიოდში.
თიბისის საქველმოქმედო ანგარიშის რეკვიზიტები:
ლარის ანგარიშის ნომერი:
#GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის  და ევროს ანგარიშის ნომერი:
#GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI

კომენტარები

თიბისი საქველმოქმედო ანგარიში 2022-03-22
თამუნა
Tags თიბისი საქველმოქმედო ანგარიში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორ სახელმწიფო ორგანოს შორის შესაძლო დავის დაწყება – საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ

შემდეგი სტატია

ჯო ბაიდენი: რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა, განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ნინო ჩხეიძე 19 ოქტ 2020
თბილისის მერია მეტროს 11 მატარებლის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება

თბილისის მერია მეტროს 11 მატარებლის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება

ნინო ჩხეიძე 13 დეკ 2021
ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge