NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით უსუფაშვილი: …მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება

დავით უსუფაშვილი: …მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება

21 მარ 2022 პოლიტიკა 255 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და კონსტიტუციის დარღვევის ასეთი ფაქტების დაგროვების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება, – ასეთ ვარაუდს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოთქვამს.

უსუფაშვილის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები პრეზიდენტის ავტორიტეტის შელახვისა და იმპიჩმენტისთვის გზის მოსუფთავების მიზანს ემსახურება.

“თუკი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დასკვნით ნაწილში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტის პარიზში ვიზიტი, კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა, ამ დროს რას აკეთებს პარლამენტის წევრი, რომელსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურს?… ამავე თემით და 50 დეპუტატის ხელმოწერით ის საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოს ეუბნება, რომ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარიზში გამგზავრებით კონსტიტუცია დაირღვა და ვითხოვთ დასკვნას, ეს ასე თუ არა, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი უნდა ვუყარო… ის აქვე მიუთითებს, რომ ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უკვე ჩაწერილია, რომ კონსტიტუცია დარღვეულია.

პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და კონსტიტუციის დარღვევის ასეთი ფაქტების დაგროვების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილი 2022-03-21
ირაკლი შალიკაშვილი
Tags დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ღარიბაშვილი: რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომია, ამის მიუხედავად, მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა

შემდეგი სტატია

პესკოვი: პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბარი ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი

მსგავსი სტატიები

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე – ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე – ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

ირაკლი შალიკაშვილი 23 დეკ 2019
საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

საარჩევნო ცვლილებების ინიცირება დღე-დღეზე მოხდება

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2021
21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა

21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა

21 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge