NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“იმდენი დაჭრილია ჩამოყვანილი, რომ მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტლებში ადგილები აღარ არის, სპეციალურად ათავისუფლებენ სამოქალაქო კლინიკების შენობებს”
DONETSK, UKRAINE - MARCH 01: Pro-Russian separatists, in uniforms without insignia, gather in the separatist-controlled settlement of Mykolaivka (Nikolaevka) and Bugas, in Donetsk region (DPR) of Ukraine on March 01, 2022. ( Stringer - Anadolu Agency )

“იმდენი დაჭრილია ჩამოყვანილი, რომ მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტლებში ადგილები აღარ არის, სპეციალურად ათავისუფლებენ სამოქალაქო კლინიკების შენობებს”

21 მარ 2022 ახალი ამბები 249 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და ომის გა­ჩა­ღე­ბის გამო ოკუ­პანტ რუ­სეთს უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და. რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს კარ­გავს. გა­უ­ფა­სურ­და ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა, რუბ­ლი. რო­გორ აი­სა­ხა სან­ქცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ამის გარ­კვე­ვა მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან ვცა­დეთ.

დიტო კი­ლა­სო­ნია: მოს­კოვ­ში სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან გარ­თულ­და ვი­თა­რე­ბა. ყო­ველ დღე მა­ტუ­ლობს ფა­სე­ბი. გა­ორ­მაგ­და შა­ქა­რის, წი­წი­ბუ­რას, მა­კა­რო­ნის, მა­რი­ლის, ბრინ­ჯის და ა.შ. სა­ფა­სუ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით ომის პირ­ველ დღე­ებ­ში იყო პა­ნი­კა, უცებ და­ცა­რი­ელ­და დახ­ლე­ბი, ხალ­ხმა სურ­სა­თის მა­რა­გე­ბის შექ­მნა და­ი­წყო. ახლა მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­დუქ­ტე­ბი კია, მაგ­რამ ფა­სე­ბია ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მო­თხოვ­ნა შა­ქარ­ზეა, რაც მა­ღა­ზი­ა­ში ხან არის, ხან – არ არის. რომ შე­მო­ი­ტა­ნენ, ეგ­რე­ვე ყი­დუ­ლო­ბენ. ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბი­დან თით­ქმის ყვე­ლა გა­ვი­და რუ­სე­თი­დან. ყვე­ლა ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან წვდო­მის პრობ­ლე­მაა. “ფე­ის­ბუ­ქი”, “ინ­სტაგ­რა­მი”, “იუ­თუ­ბი” გა­თი­შუ­ლია. ზოგ­ჯერ “ვო­ცაპ­ზეც” ჭირს და­რეკ­ვა. “ვა­ი­ბე­რი” ხში­რად არ იხ­სნე­ბა. ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ზო­გა­დად ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რი. რუ­სუ­ლი რუბ­ლი ძა­ლი­ან გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია. 1000 დო­ლარ­ში გა­დამ­ცვლე­ლი ჯი­ხუ­რე­ბი 80 000 რუბლს გაძ­ლე­ვენ, მაგ­რამ შენ რომ გინ­და დო­ლა­რის ყიდ­ვა, ვერ ყი­დუ­ლობ, ჯი­ხუ­რე­ბი არ ყი­დი­ან დო­ლარს. არის დო­ლა­რის ბირ­ჟა და იქ 1000 დო­ლა­რი რომ იყი­დო, და­ახ­ლო­ე­ბით, 140 000 -150 000 რუბ­ლი უნდა გა­და­ი­ხა­დო. ომის და­წყე­ბამ­დე 1000 დო­ლა­რი 70 000 რუბ­ლი ღირ­და, კურ­სი გა­ორ­მა­გე­ბულ­ზე მე­ტია. ხორ­ცის, თევ­ზის ფასი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­სამ­მაგ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. უნდა ნა­ხოთ, რო­გორ ით­ვლი­ან აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით მო­ხუ­ცე­ბი ხურ­დას და გრა­მო­ბით ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს.

“მერ­სე­დე­სი” მყავს და ამ მან­ქა­ნის ზეთი 3000 რუბ­ლი ღირ­და, ახლა რომ დამ­ჭირ­და, 8000 რუბ­ლად ვი­ყი­დე, ეს მა­რა­გე­ბი დამ­თავ­რდე­ბა და მერე, ალ­ბათ, უფრო მეტი პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნე­ბა. რე­ზერ­ვე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა და სა­კი­თხა­ვია, მერე ფა­სე­ბი რა იქ­ნე­ბა…

– თა­ვად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­წყო­ბა რო­გო­რია?

– ასა­კოვ­ნე­ბი ვინც არი­ან, ძი­რი­თა­დად ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რე­ბენ და იქ სულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უს­მე­ნენ. მო­ხუ­ცე­ბის­გან ხში­რად გა­ი­გებთ, პუ­ტინს სხვა გზა არ ჰქონ­და, – ომი რომ არ და­ე­წყოო, მოკ­ლედ, იმას იმე­ო­რე­ბენ, რა­საც უს­მე­ნენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში. აქ უკ­რა­ი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ. მა­რი­უ­პო­ლის თე­ატ­რი რომ და­ი­ბომ­ბა, აქ თქვეს, – “აზო­ვის ბა­ტა­ლი­ონ­მა” და­ნაღ­მა იქა­უ­რო­ბა და აა­ფეთ­ქა ხალ­ხით სავ­სე თე­ატ­რიო… ყვე­ლა­ფერს უკ­რა­ი­ნე­ლებს აბ­რა­ლე­ბენ. მუდ­მი­ვად ის­მის, რომ ეს არის სპე­ცო­პე­რა­ცია. ამ დღე­ებ­ში მო­ვის­მი­ნე, – უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს კა­სე­ტუ­რი ბომ­ბი, ჩვენ ვე­ცა­დეთ ამის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ შევ­ძე­ლით და 25 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პაო. მოკ­ლედ, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბას აზრი არ აქვს. არც ვუს­მენ.

ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში რომ შე­ვარ­და ბა­ნე­რით რე­დაქ­ტო­რი, ის ცი­ხი­დან რომ გა­მო­უშ­ვეს, ესეც არა­ვის უთ­ქვამს. ით­ქვა მხო­ლოდ, რომ ის და­ა­კა­ვეს.

– ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­ტინ­გე­ბი ისევ იმარ­თე­ბა?

– თით­ქმის ყო­ველ­დღე იმარ­თე­ბა მი­ტინ­გე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი. მა­შინ­ვე აკა­ვე­ბენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. იქვე დგას პო­ლი­ცი­ის და “როსგვარ­დი­ის” მან­ქა­ნე­ბი, პირ­და­პირ მი­ათ­რე­ვენ მან­ქა­ნებ­ში და ძი­რი­თა­დად, 15-დღი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას უს­ჯი­ან. ეტყო­ბა პუ­ტინს მარ­თლა ეგო­ნა, რომ ორ დღე­ში დამ­თავ­რდე­ბო­და ეს ომი, მაგ­რამ ვხე­დავთ რა ხდე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ითხოვს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს გა­უ­ზარ­დონ შემ­წე­ო­ბა, ასე­ვე პენ­სი­ო­ნე­რებს პენ­სია. ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ბან­კე­ბი­დან პირ­ველ დღე­ებ­ში და­ნა­ზო­გი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­ტა­ნა, უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი იდგა. სეს­ხებს თუ ადრე თა­ვი­სუფ­ლად გას­ცემ­დნენ და აქეთ გეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, ახლა ასე არ არის. ბიზ­ნე­სის­თვის ყვე­ლა­ზე მაქ­სი­მუ­მი შე­იძ­ლე­ბა 5 მი­ლი­ონ რუბ­ლამ­დე მოგ­ცენ 15 პრო­ცენ­ტში, მაგ­რამ ასე­თი პი­რო­ბით: ეს თან­ხა უკან ერთ წე­ლი­წად­ში უნდა და­აბ­რუ­ნო, თან ამა­საც ყვე­ლას არ აძ­ლე­ვენ.

რაც არ უნდა გა­მარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი გქონ­დეს, შე­იძ­ლე­ბა უარი გი­თხრან.

– რო­გორ ფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყოს და ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დეს?

– მი­ტინ­გე­ბი ყო­ველ დღეა კრემ­ლის წინ, მაგ­რამ, არა მგო­ნია, ამან მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღოს. აქ ხალ­ხი სრუ­ლი ტე­რო­რის ქვეშ ცხოვ­რებს, ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ მი­ტინგზე გას­ვლის და ამ ფორ­მით პრო­ტეს­ტის. დიდი ჯა­რი­მე­ბია არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი მი­ტინ­გე­ბის­თვის. პო­ლი­ცია და “როსგვარ­დია” მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლებს ყვე­ლა­ფერს… ჩემი მე­გო­ბა­რია, სპორ­ტსმე­ნე­ბის ექი­მია და იმან მი­თხრა, რომ იმ­დე­ნი დაჭ­რი­ლია ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, რომ მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის, სპე­ცი­ა­ლუ­რად ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კე­ბის შე­ნო­ბებს და იქ შეჰ­ყავთ უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი. სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბით ჩა­მოჰ­ყავთ დაჭ­რი­ლე­ბი. გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ ვერ გა­ი­გებ. ამა­ზე არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს. რაც ცხედ­რებ­ზე გა­მი­გია ისაა, რომ ცხედ­რე­ბის ნა­წილს სპე­ცი­ა­ლურ მან­ქა­ნებ­ში ანად­გუ­რე­ბენ და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ასე მა­ლა­ვენ, რომ პა­ნი­კა არ იყოს…

ბოლო დროს ბევ­რმა სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა მოს­კო­ვი. ბევ­რი ქარ­თვე­ლი წა­ვი­და, რად­გან ხელ­ფას­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე აზრს კარ­გავს.

ძვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს სპორ­ტი. მარ­ტო ამ კუ­თხით და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი. წლი­დან წლამ­დე სპორსტმე­ნე­ბი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის, ოლიმ­პი­ა­დე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან და ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის გა­რე­შე რჩე­ბი­ან. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ სპორ­ტსმე­ნე­ბი, მაგ­რამ ხმის ამო­ღე­ბა­საც აზრი არ აქვს. ამ ქვეყ­ნი­დან ნელ-ნელა ყვე­ლა წავა.

ნა­ნუ­ლი სი­ლა­გა­ვა: აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი. იქ რომ ვე­რა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი ვერ შე­ვიქ­მე­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით რუ­სეთ­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით. ბავ­შვე­ბი მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ და ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. წის­ქვი­ლის ქვა არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა ჩვენს თავ­ზე, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ. წლე­ბია მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობთ, მა­ნამ­დე როს­ტო­ვის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით, სა­ქო­ნე­ლი გვყავ­და, ყველს ვა­კე­თებ­დით და იმას ვყიდ­დით. მერე სა­სა­დი­ლო გავ­ხსე­ნით და მთე­ლი ოჯა­ხი იქ ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით. 15 წე­ლია მოს­კოვ­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო გა­ვა­კე­თეთ, თო­ნის პურს ვა­ცხობთ. ერთი სი­ტყვით სულ შრო­მა­ში ვართ. აქ ბი­ნაც ვი­ყი­დეთ და ახლა ვხვდე­ბი, კი­დევ ერთხელ მოგ­ვი­წევს ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა. მარ­თლა და­ვი­ღა­ლე, უკვე ასაკ­შიც ვარ. არც ის ვიცი, მო­ვეს­წრე­ბი თუ არა აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ძა­ლი­ან მტკი­ვა უკ­რა­ი­ნის ომი და იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი ვართ. იქ ბევ­რი ნა­თე­სა­ვი მყავს. ბი­ცო­ლა მყავ­და უკ­რა­ი­ნე­ლი. ბი­ძა­ჩე­მის ოჯა­ხი აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ იქ ცხოვ­რობ­და. ხარ­კოვ­ში აი­წყვეს თა­ვი­დან ცხოვ­რე­ბა, რეს­ტო­რა­ნი ჰქონ­დათ, იქ იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი. ახლა ხარ­კო­ვი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია და ჩე­მებ­მა ძლივს გა­მო­აღ­წი­ეს სამ­შვი­დო­ბოს. ლვოვ­ში ჰყავთ ნა­თე­სა­ვი და იქ აფა­რე­ბენ თავს. თუმ­ცა არა­ვინ იცის, იქაც რა მოხ­დე­ბა, იქაც და­ი­წყეს ბომ­ბე­ბის ჩაყ­რა. დე­ი­დაშ­ვი­ლი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში მყავს. სა­ერ­თოდ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც უკ­რა­ი­ნა­ში ჩავ­დი­ო­დი ხში­რად. ჩემი მეჯ­ვა­რეც იქ ცხოვ­რობს, ომობს ახლა. ძა­ლი­ან ვღე­ლავ მას­ზე და აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­მი­ახ­ლდა ის, რაც ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ. სა­ში­ნელ ამ­ბებს მიყ­ვე­ბი­ან. რო­გორ უნდა გა­ი­მე­ტო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, შენი მოძ­მე ერი ასე, ვერ გა­მი­გია. იქ ხომ უამ­რა­ვი რუსი ცხოვ­რობს, აქ ტე­ლე­ვი­ზორს ვერ ვუ­ყუ­რებ, პრო­პა­გან­და მუ­შა­ობს და რე­ა­ლურ ამ­ბებს ვერ მო­ის­მენ. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია. მოს­კოვ­ში ფა­სე­ბი გა­ორ­მაგ­და, დო­ლა­რი გაქ­რა, ყვე­ლა უცხო­უ­რი კომ­პა­ნია გა­ვი­და ქვეყ­ნი­დან, მა­ღა­ზი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით იხუ­რე­ბა. არ ვიცი, ასე რო­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა…

 

კომენტარები

2022-03-21
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Единая Россия-ს წევრი, დეპუტატი სტენიაკინა მაქსიმ გალკინისთვის სახელმწიფო ჯილდოებისა და წოდებების ჩამორთმევას ითხოვს

შემდეგი სტატია

ღარიბაშვილი: რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ომია, ამის მიუხედავად, მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა

მსგავსი სტატიები

ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა

04 სექ 2018
უნდა დადგინდეს პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა – ბესელიას თანაგუნდელები საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ

უნდა დადგინდეს პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა – ბესელიას თანაგუნდელები საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ

01 თებ 2019
ირაკლი კობახიძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge