NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»ოლეგ ბასილაშვილი: მონანიებისკენ მოწოდება პირადი ღირსების შეურაცხყოფად აღიქმებოდა: „რა გვაქვს მოსანაიებელი? ვის წინაშე?

ოლეგ ბასილაშვილი: მონანიებისკენ მოწოდება პირადი ღირსების შეურაცხყოფად აღიქმებოდა: „რა გვაქვს მოსანაიებელი? ვის წინაშე?

20 მარ 2022 კულტურა 11551 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
„საბჭოთა კავშირმა საშინელი საქმე ჩაიდინა: როგორც ჩანს, თავის ისტორიის განმავლობაში მან გაანადგურა ყველა, ვისაც კი თავისუფლების აღქმა შეეძლო. წინააღმდეგობის ბოლო ამოხეთქვა იყო – ნოვოჩერკასკის აჯანყება ხრუშჩოვის დროს. ხოლო, შემდეგ როდესაც თავისუფლების შანსი გაჩნდა, აღარავინ დარჩა, ვინც ამით ისარგებლებდა. თავისუფლების ჟინი დარჩა უკრაინაში, ბალტიისპირეთში, საქართველოში, მაგრამ არა ჩვენთან – რუსეთში. ჩვენში მოსახლეობის ხარისხი განუზომლად ფსკერს ქვემოთაა. სრულიად ვერ შევადარებ სტალინის დროს, რადგან მაშინ სისტემას წინააღმდეგობასთან გამკლავება მაინც უწევდა, მას მაინც ებრძოდნენ. იყო გლეხთა აჯანყებები, შემდეგ იყვნენ ვლასოველები. იყო ადამიანების დიდი ფენა, რომლებიც სტალინს და საერთოდ „სავოკს“( “აქანდაზი”- პირდაპირი თარგმანი) გადატანითი მნიშვნ -საბჭოთა კავშირს ეძახიან) ვერ იტანდნენ. აბა, რისთვის სჭირდებოდათ „გულაგი“. ახლა ის საჭირო აღარ არის. ამ ხალხს ბელადი „გულაგის“ გარეშეც უყვარს. საშინელებაა მონობა კეტის ქვეშ. მაგრამ უფრო უარესია – კეტის გარეშე. საშინელებაა ყრუ „სავოკი“. მაგრამ უფრო საშიშია „სავოკი“ უცხოური მანქანით, იმპორტული ტანსაცმლით, რომელიც ევროპაში ისვენებს და თან დასავლეთი ძულს. მახსოვს, „სავოკის“დროს ხელისუფლება კერძო სახლების პატრონებს წითელი დროშის გადმოფენას აიძულებდა. არ გადმოფენდი, და უსიამოვნება გელოდა. ახლა არავინ არავის ავალებს საკუთარ ავტომობილზე „კოლორადოული“ ლენტის შებმას, მაგრამ ამაგრებენ, თავის ნებით და ვერც ხვდებიან, რა ორაზნოვნად და კომიკურადაც კი გამოიყურება წლიდან წლამდე „გამარჯვების ეს სიმბოლო“ „მერსედესსა“ და „ფოლკსვაგენზე“.
ეს ახლანდელი ნებაყოფლობითი ნეოსტალინიზმი, თავისუფლებისთვის საკუთარი ნებით უარის თქმა – გაცილებით საშიშია, ვიდრე 30-იანი წლების ატმოსფერო. ეს სრულ დეგრადაციას მოასწავებს, შესაძლოა – შეუქცევადსაც. ეს გადაშენება ცუდი ჩამოსხმის მძლავრი ანტისელექციის შედეგია.
დიად რუსულ ენაში არის სიტყვა „ადამიანები(„ლიუდი) და სიტყვა „ნაბიჭვრები“(უბლიუდკი). როგორც ხედავთ, ეს ორი სიტყვა ხმოვანებით ერთმანეთს ჰგავს. არადა, მათი მნიშვნელობა სრულიად განსხვავებულია. და ფუძეებიც სხვადასხვა აქვთ – „ლიუდ“ და „ბლუდ“, შესაბამისად. ამ ორ სიტყვას შორის, ერთგვარი საერთო ხმოვანების მიუხედავად, უზარმაზარი დისტანციაა, ისე როგორც 30-იანი წლების რუსებსა და ჩვენ, თანამედროვე რუსებს შორის. 30-იან წლებში, მაინც ადამიანები იყვნენ.
პერესტროიკის დასაწყისი თვალსაჩინო ფილმის – თენგიზ აბულაძის „მონანიების“ გამოსვლით აღინიშნა. სახელდობრ, სტალინიზმის „პერსტროიკული“ კრიტიკა ამით დაიწყო. ამ ფილმის მთავარი არსი ვერ აღიქვეს, ის მაშინ ზედმეტად რადიკალურად და ნიჰილისტურადაც კი ეჩვენებოდათ. შვილი ტირანი მამის გვამს ამოთხრის და მთიდან გადაუშვებს, ქარს გაატანს, სამუდამო სირცხვილისთვის გაწირავს. ერთი გენახათ,ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლის დროს როგორ გმობდა ბევრი ამ შთამბეჭდავ სცენას, რა შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს! ეს ფილმი ერთგვარი „გამბედაობის ტესტად“ იქცა, საზოგადოების გარდაქმნებისთვის, გარდასახვისთვის მზადყოფნის შემოწმებად. არ იქნა მიღებული, გათავისებული ამ ფილმის გზავნილი: მხოლოდ სიბილწის რადიკალური მოკვეთა გადაგვარჩენს. იმის მსგავსი, რაც აღმოსავლეთ ევროპამ მოიმოქმედა. მაგრამ ასე არ მოხდა. მონანიება – არადა, სწორედ ეს იყო ფილმის გზავნილი – არ შედგა. ვიმეორებ, ფილმი არ შეისმინეს, და საკუთარივ ეს სიტყვა – მონანიება – გაღიზიანებას და სიბრაზეს უფრო იწვევდა, და რაც დრო გადიოდა, მით მეტად.
მონანიებისკენ მოწოდება ეროვნული და პირადი ღირსების შეურაცხყოფად აღიქმებოდა: „რა გვაქვს მოსანაიებელი? ვის წინაშე? ჩვენ ხომ ეგ ყველა ფაშისტებისგან გადავარჩინეთ?“. დღეს მონანიების თემა, რომელიც გარდაქმნის წლებში გაისმოდა, სამუდამოდ ჩაახშო დიადმა „დაჩოქილობიდან წამოდგომის“ თემამ, ამას გვირგვინი დაადგა „ყირიმი ჩვენია“-მ. დასრულებული ისტორიული ციკლი: ფილმიდან „მონანიება“ ფილმამდეს „გზა სამშობლოსკენ“. ვიღაცამ, აბულაძის ფილმი გაიხსენა და თქვა, რომ ახლა ის მყრალი გვამი აიღეს და ძველ კვარცხლბეკზე დააბრუნეს. არც მთლად ასეა. ეს ნახევრად გახრწნილი გვამი ჩვენი დროის ადამიანებმა საკუთარ სახლში მიათრიეს და ოჯახურ სუფრასთან დაისვეს. მასთან ერთად სვამენ ჩაის, ცხოველი ინტერესით ესაუბრებიან, რჩევას ეკითხებიან. და თუ გვამს უეცრად თავი ძვრება, ბოდიშს უხდიან და ისევ ზედ ადგამენ“.
თარგმანი ეკუთვნის ფილოლოგს, ნინო სვანიძეს.

კომენტარები

TOP ნინო სვანიძე ოლეგ ბასილაშვილი 2022-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო სვანიძე ოლეგ ბასილაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ არსებობს ომი მსხვერპლის გარეშე“ – ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

შემდეგი სტატია

შეიძლება თუ არა, რომ ახალ ვითარებაში ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებად იქცნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ირანი …

მსგავსი სტატიები

ოთო ბაზერაშვილის ტრიუმფი პრაღაში

ოთო ბაზერაშვილის ტრიუმფი პრაღაში

ნინო ჩხეიძე 12 აგვ 2023
დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი” შვეიცარიაში გამოიცემა

დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი” შვეიცარიაში გამოიცემა

28 აპრ 2018
“ქუჩის ბიჭები”და ღამის შოუს ბენდი – პოპური (ვიდეო)

“ქუჩის ბიჭები”და ღამის შოუს ბენდი – პოპური (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 20 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge