NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ზურაბ მაღრაძე: საქართველოში ომი არ იქნება

ზურაბ მაღრაძე: საქართველოში ომი არ იქნება

20 მარ 2022 საზოგადოება 404 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“საქართველოში ომი არ იქნება
გაგიკვირდებათ ალბათ თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა.
პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარგინიგზო გადაზიდვები შეწყდება. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით…
2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო უკვე. აქამდე ჩინური სახმელეთო ტვირთები ევროპის პორტებისკენ მიემართებოდა რუსეთი-ბელორუსი-პოლონეთი-გერმანია-ნიდერლანდების რკინიგზებით. დასრულდა უკვე რუსული სატრანზიტო ჭინთვები. ევროპიდან აზიამდე ერთადერთი გზა ორ ზღვა შუა ლელოზე გადის.
ირანი სანქციების გადახედვის რეჟიმშია. ემზადება საქართველოს პორტების გავლით ტვირთების ევროპის ბაზრებისკენ მიწოდებისთვის.
ბაქოს პორტიდან საქართველოს გავლით სტამბოლის პორტამდე სატვირთო მატარებლები უკვე მოძრაობს. თურქეთში შედის ყველა სატრანზიტო არტერია – სანავთობო, ბუნებრივი აირის, სარკინიგზო… ანუ თურქეთის ინტერესები მნიშვნელოვნად ზიანდება. კასპიის ენერგომატარებლები კი ევროპას ახლა დიდად ჭირდება.
კარგად იცის კრემლის შპანამ, რომ ომს თუ დაიწყებს, თურქეთთან მოუწევს პირისპირ საუბარი, ოღონდ არა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ მილსადენები გადის.
კიდევ არის ერთი ფაქტორი – სომხეთიდან რუსული ჯარის უკრაინაში გაყვანა საქართველოს გავლით. ვერ გაიყვანს, რადგან საწვავის ქვეყანას საწვავის კრიზისი დაუდგა თავისი ჯართისთვის. ლოჯისტიკა მორყეული აქვს. ამიტომ თვითმფრინავით დაიწყეს გიუმრიდან საზარბაზნე ხორცის ტრანსპორტირება. სირიიდან 40,000 მებრძოლიო, ხმა დაირხა კრემლიდან. ჯერ ერთი 1000-ზე მეტი მეომარი ვერ შეაგროვა ასადმა. მერეც მეორე, ამ ზამთარში სირიელები უკრაინელებისთვის ადვილად დასაღეჭი ხორცია.
რაც შეეხება საქართველოში მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს. კრიზისი ნამდვილად იქნება, ოღონდ იგი ეგრეთ წოდებულ რუსულ ბაზრებზე დაერთებული ქართველებისთვის იქნება და არა ქართველი ხალხისთვის.
მალე საქართველო სხვა ქვეყნებს და ხალხებს აქეთ დაეხმარება.
ერთ რეკომენდაციას დავწერ აქვე. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის დაუშვით შემდეგი სასწავლო საგნები – გეოპოლიტიკა და აბრეშუმის გზა.
უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ (არ ვიცი ამას მერამდენედ ვწერ უკვე).
დიდება გმირებს!” წერს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტრენერი, ზურაბ მაღრაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

კომენტარები

ზურაბ მაღრაძე ომი 2022-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags ზურაბ მაღრაძე ომი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საია: „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა

შემდეგი სტატია

Reuters: აშშ-მ თურქეთს S-400 ანტისარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა

მსგავსი სტატიები

ირინა სარიშვილი: გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?!

ირინა სარიშვილი: გვექნებოდა თუ არა პროტესტი ახალგაზრდების მიმართ, ასე ქეჩოთი მთავრობა რომ გამოეთრიათ კაბინეტებიდან?!

ნინო ჩხეიძე 11 ივნ 2022

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატული კედლები (ფოტოები)

12 დეკ 2017

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს

27 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

  • ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

    ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge