NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ვოლოდიმირ ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას?

ვოლოდიმირ ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას?

20 მარ 2022 მსოფლიო 273 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დარწმუნებული ვარ, თქვენ გრძნობთ ჩვენს ტკივილს, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ვითხოვთ კვლავ დახმარებას?- ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) დეპუტატებს.

უკრაინის პირველმა პირმა ებრაელ კანონმდებლებს ჰკითხა თუ რატომ არ მიაწოდა ისრაელმა უკრაინას იარაღი და არ დაუწესა სანქციები რუსეთს.

„თქვენ უნდა გასცეთ პასუხი ამ კითხვებს და იცხოვროთ მათთან ერთად. უკრაინამ 80 წლის წინ გადაწყვიტა და გადაარჩინა ებრაელები. ისრაელის ხალხო, თქვენც გაქვთ არჩევანი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის ვირტუალური მიმართვის დაწყებამდე, ქნესეთის სპიკერმა მიკი ლევიმ მადლობა გადაუხადა ზელენსკის იმისთვის, რომ დრო დაუთმო ისრაელელ კანონმდებლებს “ამ რთულ დღეებში”.

„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის რანგში, მსურს გამოვხატო თანაგრძნობა უკრაინელი ხალხის ტკივილის მიმართ და აქედან, ჩვენი დედაქალაქიდან, იერუსალიმიდან, მივუსამძიმრო ომში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულ უკრაინელებს“, – დასძინა ლევიმ.

ქნესეთის სპიკერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას „საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება“.

ამას გარდა, მიკი ლევიმ იმედი გამოთქვა, პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტისა და სხვა საერთაშორისო ლიდერების შუამავლობის მცდელობები გამოიღებს ნაყოფს და დაასრულებს ბრძოლას.

ზელენსკის ისრაელის საკანონმდებლო ორგანოსადმი ვირტუალურ მიმართვას თელ-ავივში, ჰაბიმას მოედანზე, გიგანტურ ეკრანზე უჩვენებენ. მიმდინარეობს მიმართვის პირდაპირი ტრანსლაცია ისრაელის მთავარ ტელეარხებზეც.

კომენტარები

TOP ვოლოდიმირ ზელენსკი ომი უკრაინა ქნესეთი 2022-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვოლოდიმირ ზელენსკი ომი უკრაინა ქნესეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი: პუტინი მიმართავს ამაზრზენ სამოქალაქო თავდასხმებს, რადგან მისი კამპანია შეჩერებულია

შემდეგი სტატია

აშშ-ის პრეზიდენტი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს

მსგავსი სტატიები

სამეფო კარის თამაშების მსახიობები ჟურნალ Time-სითვის

21 სექ 2017
შვეიცარიის ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი “პუტინის ბანკირთან” გარიგების გამო სასამართლოს წინაშე წარდგება

შვეიცარიის ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი “პუტინის ბანკირთან” გარიგების გამო სასამართლოს წინაშე წარდგება

ნინო ჩხეიძე 05 აპრ 2021
ირაკლი ღარიბაშვილი: სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე

ირაკლი ღარიბაშვილი: სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე

ნინო ჩხეიძე 13 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge