უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 19 მარტის მდგომარეობით, სულ მცირე 902 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული და 1459 დაშავებული – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისზე (OHCHR) დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადამიანთა უმეტესობა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ითვლება, რომ გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისს, რომელსაც უკრაინაში მონიტორინგის დიდი ჯგუფითაა წარმოდგენილი, ჯერ არ შეუძლია მიიღოს ან გადაამოწმოს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მძიმედ დაზიანებული ქალაქიდან, მათ შორის მარიუპოლიდან.
კომენტარები